სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად!
13 და 14 თებერვალს, ვალენტინობის აქციის ფარგლებში, სილქნეტის მომხმარებელი შეძლებს ჩაურთოს რჩეული პაკეტი საყვარელ ადამიანს და საჩუქრად მიიღოს იგივე პაკეტი საკუთარ ნომერზე.
სასურველ პირობას მომხმარებელი გააქტიურებს კოდით *025# ან აპლიკაციით MySilknet. აქცია მოიცავს 30, 90, 360 დღიან ულიმიტო პაკეტებსა და კომბინაციებს, ასევე დიდი მოცულობის ინტერნეტს:
• ყველაფერი ულიმიტო + ყველაფერი ულიმიტო - 30 დღე - 55₾
• ყველაფერი ულიმიტო + ყველაფერი ულიმიტო - 60 დღე - 129₾
• ყველაფერი ულიმიტო + ყველაფერი ულიმიტო - 360 დღე - 500₾
• ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო ინტერნეტი - 30 დღე - 32₾
• ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო ინტერნეტი - 60 დღე - 79₾
• ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო ინტერნეტი - 360 დღე - 300₾
აღნიშნული პაკეტები სხვა ნომერზე გააქტიურდება ერთჯერადად, საკუთარ ნომერზე კი სტანდარტული ტარიფით, ავტომატური განახლების პირობით.
დიდი მოცულობის პაკეტების აქცია ყველა ნომერზე აქტიურდება ერთჯერადად:
• 10 000 MB + 10 000 MB - 12₾
• 20 000 MB + 20 000 MB - 16 ₾
• 100 000 MB + 100 000 MB - 23₾
გააზიარე სიყვარული — სილქნეტთან ერთად!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.