სილქნეტის და National Geographic საქართველოს შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება
საქართველოს მღვიმეებში მიმდინარე კვლევებზე, ახალ აღმოჩენებსა და სამეცნიერო გარღვევებზე საჯარო ლექცია გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნიკოლოზ წიქარიძემ და შალვა ბარჯაძემ ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ფორმებზე, მათ შორის, კინოდოკუმენტალისტიკაზე; ასევე ისაუბრეს ილიას უნივერსიტეტში დაგეგმილ სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის თაობაზე.
ლექციის სპიკერები თავად არიან წარმატებული მკვლევრები. ზოოლოგი და ბიოლოგი შალვა ბარჯაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი ნიკოლოზ წიქაძე მრავალი წელია მღვიმეების კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორია.
შემეცნებითი შეხვედრების სერია კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2022 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ცოდნის პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებისთვის სამეცნიერო სიახლეების გაზიარებას.
საერთაშორისო ჟურნალ National Geographic-ის ქართული რედაქცია 2012 წელს სილქნეტის თანადგომით დაფუძნდა. დაინტერესებული მკითხველი ეცნობა საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, ტექნოლოგიურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებს. National Geographic საქართველოსა და სილქნეტის თანამშრომლობით იქმნება ლექციებისა და პოდკასტების ციკლიც, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი სილქნეტის პლატფორმებზე.
სხვა სიახლეები
„ინნ დეველოპმენტი“ დიდ დიღომში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს
21.10.2026.14:00
„ინნ დეველოპმენტი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს, დიდ დიღომში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს - „ინნ დეველოპმენტ თაუერსს“ აშენებს. პროექტი თანამედროვე არქიტექტურას, რეკრეაციულ სივრცეებსა და ბინების შეძენის მოქნილ პირობებს აერთიანებს. რა გამოარჩევს კომპლექსს ბაზარზე, როგორია კომპანიის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „ფეიმ კონსალტინგის“ დამფუძნებელი და „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ პიარისა და მარკეტინგის მიმართულების პარტნიორი ლანა ბლიაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ინნ დეველოპმენტი“ „ინნ ჯგუფის“ სამშენებლო მიმართულებაა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე, ხარისხიანი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნა. დიდ დიღომში უკვე დავასრულეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც ბინების 98% გაყიდულია, რაც ჩვენთვის მომხმარებლის ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენი ხედვა სცდება მხოლოდ საცხოვრებელი ფართების მშენებლობას. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, კომფორტი და ცხოვრების ხარისხი ერთიან კონცეფციაში იქნება გაერთიანებული.

რა პროექტებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და რომელი მათგანია კომპანიისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პროექტია „ინნ დეველოპმენტ თაუერსი“, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში მიმდინარეობს. ეს არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სამ 24-სართულიან ბლოკს აერთიანებს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ფართო ტერასებით, ღია საცურაო აუზით, საბავშვო მოედნით, კომერციული სივრცეებითა და პარკინგით. ამასთან, კომპლექსი პარკიდან მხოლოდ 600 მეტრში მდებარეობს. ჩვენთვის ეს პროექტი კომპანიის განვითარების ახალი ეტაპია. მისი მთავარი იდეაა ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს ყოველდღიური კომფორტისთვის, დასვენებისა და ურთიერთობებისთვის აუცილებელი პირობები ერთ სივრცეში ექნებათ.

რა გამოარჩევს Inn Development Towers-ს ბაზარზე მოქმედი სხვა დეველოპერული კომპანიებისგან და რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი მთავარი უპირატესობა მომხმარებლის ნდობა, კომპანიის რეპუტაცია და განსხვავებული მიდგომაა საცხოვრებელი სივრცეების შექმნის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაპირება რეალურ შედეგად იქცეს. სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ გრძელვადიან ურთიერთობას მომხმარებელთან. ამასთან, „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ კონცეფცია ცხოვრების სტილზეა ორიენტირებული. ფართო ტერასები, რეკრეაციული სივრცეები, აუზი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც ბინის კედლებს სცდება. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ არა უბრალოდ უძრავი ქონება, არამედ ცხოვრების ახალი სტანდარტი. მთავარი უპირატესობა კი შეძენის პირობებია, ჩვენთან ბინის შესაძენად არაა საჭირო დანაზოგი, რადგან არ გვქვს პირველადი შენატანი, მშენებლობის დასრულებამდე უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ მობინადრეებს და ძალიან დაბალ ყოველთვიურ გადასახადს.

რა კრიტერიუმებით არჩევთ ახალი პროექტების ლოკაციასა და კონცეფციას?რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და დამატებითი სერვისების ინტეგრირება?
პროექტის დაგეგმვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადგილმდებარეობის განვითარების პოტენციალს, გარემოს, რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვესა და სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენი ხედვით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი მხოლოდ ბინების ერთობლიობა არ უნდა იყოს. ის უნდა ქმნიდეს სრულფასოვან გარემოს, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს, დაისვენოს და ხარისხიანად გაატაროს თავისუფალი დრო და რაც მთავარია ყველა საჭირო ობიექტი იყოს მაქსიმუმ 1 კილომეტრში. კომოფრტს ქმნის ის სივრცეებიც რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, „ინნ დეველოპმენტ თაუერსში“ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ფართო ტერასებს, ღია აუზსა და საერთო სივრცეებს. გვჯერა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ კომფორტს ზრდის, არამედ ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ჯანსაღი საცხოვრებელი საზოგადოების შექმნას.

რა არის Inn Development Towers-ის სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა ახალი პროექტების დაწყებას, საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას ან სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე „ინნ დეველოპმენტ თაუერსის“ წარმატებით განხორციელება და მომხმარებლისთვის იმ ხარისხისა და სტანდარტის შეთავაზებაა, რომელსაც კომპანია ჰპირდება. ამავდროულად, „ინნ დეველოპმენტი“ გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად ვაკვირდებით უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს, მომხმარებლის მოთხოვნებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალი პროექტების განვითარებისთვის არსებობს. ჩვენი ამბიციაა, ეტაპობრივად გავაფართოოთ კომპანიის საქმიანობა და თითოეული ახალი პროექტით კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დავამკვიდროთ. გვინდა, „ინნ დეველოპმენტი“ ასოცირდებოდეს სანდოობასთან, ხარისხთან, ინოვაციურ მიდგომებსა და თანამედროვე ცხოვრების წესთან.