„სილქნეტის“ და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, „სილქნეტის“ (Orange Alliance-ის წევრი) შვილობილმა კომპანიამ „სილქ ქლაუდმა“ და Integrated Solutions-მა (ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია) სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ციფრული განვითარების გზაზე და იგი ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისათვის და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს მომხმარებლისათვის.
„ეს არის უფრო ციფრული მიმართულება, ანუ cloud პროდუქტები, რომელიც საწყის ეტაპზე ეს არის კიბერ უსაფრთხოება. პირველი, როდესაც ყველა ჩვენი აბონენტი, რომელსაც სურვილი ექნება და ალბათ ეს ძირითადად უფრო მე ვფიქრობ, იქნებიან კორპორატიული აბონენტები, რადგანაც მათი ინფორმაცია ბევრად უფრო მოცულობითია. მეორე - ეს არის cloud პროდუქტები, რომელიც ძალიან მრავლობით, სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და ყველაზე მთავარი, მე ესე ვფიქრობ, მათთან ერთად ეს არის უმაღლესი დონის მესამე კატეგორიის, მესამე დონის data ცენტრი, რომელიც გახდის კიდევ უფრო ბევრად მარტივს ამ ინფორმაციების შენახვას“, - აღნიშნა „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.
„Integrated Solutions პოლონეთის მესამე უდიდესი ტექნოლოგიური ინტეგრატორია. ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს ისეთი დარგების პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოების, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. მოხარული ვარ „სილქ ქლაუდთან“ თანამშრომლობით და კომპანიას წარმატების მიღწევაში დავეხმარებით. ჩვენი სტრატეგიისა და ხედვის ნაწილია გავაზიაროთ გამოცდილება და ცოდნა საერთაშორისო დონეზე და უცხოელ პარტნიორებთან ერთად პროექტები განვახორციელოთ. იმედი მაქვს, რომ „სილქ ქლაუდი“ ისეთივე კომერციულ წარმატებას მიაღწევს ICT სფეროში საქართველოს ბაზარზე, როგორც ეს Integrated Solutions-მა პოლონეთში მოიპოვა“, - ამბობს Integrated Solutions-ის ფინანსური დირექტორი რადოსლავ ჟნადელი.
ამავდროულად, „სილქნეტი გეგმავს“ სერტიფიცირებული, მესამე დონის მონაცემთა ცენტრის დანერგვას საქართველოში. მონაცემთა ცენტრი დააკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბიზნესებს მათი კრიტიკული ინფორმაციის უმაღლესი დონის უსაფრთხოებით. ეს უნიკალური დატა ცენტრი გააძლიერებს საქართველოს ციფრულ ინფრასტრუქტურას და საფუძველს დაუდებს ახალ პარტნიორობებს, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
კომპანია „სილქნეტს“ Orange-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობის ეს ახალი ეტაპი საქართველოს ციფრული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გააუმჯობესებს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას.
Integrated Solutions არის პოლონეთის მესამე უდიდესი ტექნოლოგიური ინტეგრატორი. კომპანია სთავაზობს ბიზნესს და საჯარო ინსტიტუტებს გლობალური სტანდარტის სერვისებს სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, IT ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ცენტრების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კომპანია „სილქ ქლაუდი“ წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომლის ძირითადი სამიზნე B2B გაყიდვებია, კომპანია ღრუბლოვან და კიბერუსაფრთხოების უახლეს და მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს ორგანიზაციებს, რაც ბიზნესის ზრდისა და განვითარების ეფექტური წინაპირობაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.