სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა
წინანდლის მამულში კულტურულ ღონისძიებათა სერია - „ვარდობისთვე“ გაიმართა, რომლის სპონსორი კომპანია სილქნეტი იყო. ფესტივალის სტუმრები მრავალფეროვან ღონისძიებებს დაესწრნენ. მათ შორის იყო პოეზიისა და იბერო-ამერიკული ლიტერატურული საღამო, რომელსაც მწერალი და მკვლევარი დათო ტურაშვილი უძღვებოდა. შედგა დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ჰამლეტის სარკის“ და ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნის „ვარსკვლავქვეშეთში“ პრეზენტაციები.
“ვარდობისთვეს” ფარგლებში პირველად გაიმართა ქართულის ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ფესტივალი. სამდღიანი პროგრამა მოიცავდა კლასიკურ, ტრადიციულ პროგრამას, ასევე “ზეკარის” და “ქარაბშას” ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს. ფესტივალს კონცერტებით „სუხიშვილების“ უმცროსი თაობაც შეუერთდა.

წინანდლის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ანსამბლის 80-წლიანი ტრიუმფის ამსახველი ფოტომასალას, საარქივო ექსპონატებს, აფიშებს და საცეკვაო კოსტიუმებს, რომელიც ისტორიული მამულის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი.
სილქნეტის, სილქ ჰოსფითალითის და წინანდლის მამულის თანამშრომლობით, წინანდალში არაერთი ღირსშესანიშნავი გამოფენა, კონცერტი თუ სხვა კულტურული ღონისძიება გამართულა. ყოველწლიურად, სილქნეტის წარდგენით ტარდება წინანდლის ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში.

სხვა სიახლეები
როგორ აფასებს FantastiClean Georgia 2026 წლის პირველ კვარტალს
25.05.2026.18:00
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელმა ირაკლი ზამბახიძემ განუცხადა.
როგორ შეაფასებთ 2026 წლის პირველ კვარტალს და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა ამ პერიოდში?
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი როგორც პროფესიონალური Car cleaning პროდუქტების, ასევე ეკომეგობრული მიკროფიბრის ხვეულების მიმართ. ბაზარზე აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ხარისხს, მრავალჯერად გამოყენებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებს.

ასევე გაიზარდა მოთხოვნა car detailing მიმართულებით, რადგან ავტომობილის მოვლა უკვე მხოლოდ სერვისი აღარ არის, ჩვენი მომხმარებლისთვის ეს გახდა ავტომობილის მოვლის კულტურის ნაწილი.
როგორ ვითარდება car detailing & cleaning მიმართულება თქვენს საერთო სტრატეგიაში?
car detailing & cleaning დღეს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სრულფასოვანი გამოცდილება და პროფესიონალური მოვლის კულტურა ჩვენთან ერთად.

ამ მიმართულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხიან, პრემიუმ მიკროფიბრის ტილოებს, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება როგორც ავტომობილის ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოვლის პროცესში.
ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ხარისხზე, ინოვაციაზე და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაზე.
