მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7308.7
0.0443
flag
AZN 1.5736
-0.0003
flag
CNY 39.327
0.0009
flag
EUR 3.1043
0.0009
flag
GBP 3.5907
0.0069
flag
KZT 56.79
0.0014
flag
TRY 0.0586
-0.0001
flag
USD 2.675
-0.0001
news banner

სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ

news image

სილქნეტი ინტერნეტის პაკეტებს საუკეთესო პირობით სთავაზობს აბონენტებს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში.

სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას, სილქნეტის მომხმარებელი “ევროპასის” ნაცვლად „როუმინგ პასის“ პირობებს გაიაქტიურებს. ინტერნეტ პაკეტების ამ ახალ ნაკრებში გაზრდილია ქვეყნების რაოდენობა და დამატებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის არეალი.

ქვეყნიდან გამგზავრებამდე მომხმარებელი შეიძენს “როუმინგ პასის” ნებისმიერ ინტერნეტ მოცულობას კოდით *133# ან აპლიკაციიდან MySilknet :

1GB – 7 დღე - 9₾

2GB – 7დღე - 15₾

4GB – 14 დღე - 25₾

7GB – 14 დღე - 45₾

10GB – 14 დღე - 55₾

პაკეტით სარგებლობისთვის, ნომრის ბალანსზე საჭიროა მინიმუმ 2₾.

პაკეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული ოპერატორების ქსელში. ოპერატორების შემოწმება შესაძლებელია კოდით *133*3# ან ვებ გვერდზე.  

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა სიახლეებით ხვდება Bodbe Hotel ზაფხულის სეზონს

22.05.2026.14:00

BODBE Hotel კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და წარმატებით ემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia BODBE Hotel-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

რა არის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები Bodbe Hotel-ში?

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ორი ახალი სივრცის გახსნაა, რომლებიც სტუმრების გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და გამორჩეულს გახდის.

პირველი არის - ღვინის მარანი - სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც გამორჩეული ქართული ღვინის ნიმუშები, ისე ადგილობრივი და უცხოური ღვინის მრავალფეროვანი კოლექცია. მარანში გაიმართება ღვინის დეგუსტაციები, თემატური საღამოები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს უფრო ახლოს გაეცნონ ღვინოს და ღვინის კულტურას.

მეორე სიახლეა ახალი Pizza Bar, რომელიც ღია აუზის ტერიტორიაზე იხსნება. სივრცე სტუმრებს შესთავაზებს პიცების, სენდვიჩების, სალათების, გამაგრილებელი სასმელებისა და განსაკუთრებული კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანს. ეს ზაფხულის სეზონისა და აუზის სივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლე იქნება.

როგორ ხვდებით ახალ ტურისტულ სეზონს და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე პერიოდზე?

ახალ ტურისტულ სეზონს ძალიან პოზიტიური მოლოდინებით ვხვდებით. ვხედავთ, როგორც ტურისტული აქტივობის ზრდას, ისე ინტერესის მატებას კახეთის რეგიონის მიმართ.

სასტუმრო „ბოდბეს“ ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი ესთეტიკური და მშვიდი გარემო განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ სრულფასოვან განტვირთვას, სიმშვიდესა და ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებულ დასვენების გამოცდილებას.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კვლავ მაღალი ხარისხის სერვისის შენარჩუნება და სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაა.

როგორია ჯავშნების დინამიკა სეზონის დაწყების ფონზე და შეინიშნება თუ არა
ზრდა?

სეზონის დაწყების ფონზე ჯავშნების დინამიკა აშკარად მზარდია. აქტიურია საერთაშორისო ტურისტების ნაკადიც, თუმცა ადგილობრივი ტურიზმიც კვლავ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ვხედავთ გაზრდილ ინტერესს როგორც ინდივიდუალური მოგზაურების, ისე ოჯახური და მცირე ჯგუფების მხრიდან. ასევე იზრდება მოთხოვნა ღვინის და გასტრონომიულ გამოცდილებებთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე.

რომელი ტიპის სტუმრები ჭარბობენ თქვენი დაკვირვებით - ადგილობრივი თუ
საერთაშორისო?

ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, იზრდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც, თუმცა ადგილობრივი სტუმრები Bodbe Hotel-ისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტად რჩება.

ადგილობრივი ვიზიტორებისთვის სასტუმრო ხშირად წარმოადგენს როგორც დასვენების, ისე განსაკუთრებული ღონისძიებებისა და weekend getaway-ის მიმართულებას, ხოლო საერთაშორისო სტუმრებისთვის - შესაძლებლობას, აღმოაჩინონ კახეთი, ქართული ღვინო და კულტურა.

იგეგმება თუ არა სამომავლოდ ახალი სერვისების, ინფრასტრუქტურის ან
შეთავაზებების დამატება?

Bodbe Hotel მუდმივად მუშაობს ახალი გამოცდილებებისა და სერვისების განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, სასტუმრო იყოს არა მხოლოდ განთავსების ადგილი, არამედ მრავალფეროვანი ემოციებისა და გამოცდილებების სივრცე.

სამომავლოდაც იგეგმება როგორც ახალი გასტრონომიული და ღვინის მიმართულებების განვითარება, ისე დამატებითი აქტივობებისა და შეთავაზებების შექმნა, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს სტუმრების გამოცდილებას ყველა სეზონზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა