მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

news image
mbc image

სილქნეტმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, როუმინგის არეალი გააფართოვა და ახალი მიმართულებები დაამატა. მომხმარებელი როუმინგ პასის ინტერნეტ პაკეტებს  აშშ, მექსიკის და კანადის მიმართულებითაც ჩაირთავს.

კოდით *133# ან MySilknet აპლიკაციიდან სილქნეტის აბონენტები შეიძენენ სასურველი მოცულობის ინტერნეტს საუკეთესო პირობით:

1 GB - 7 დღით - 9₾

2 GB - 7 დღით -15₾

4 GB -14 დღით -25₾

7 GB -14 დღით - 45₾

10 GB -14 დღით -55₾

სილქნეტი აგრძელებს ქვეყნების დამატებას „როუმინგ პასის“ მომსახურებაში.

როუმინგ პასი - შენი მეგზური მსოფლიო ჩემპიონატზე!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანიისთვის ბევრი ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს, ხოლო მეორე მხრივ, მარკეტერისთვის ახალი ვალდებულებები წარმოიქმნა - დავით ბირმანი

10.06.2026.13:00

ერთის მხრივ, რომ კომპანიისთვის შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს, ხოლო მეორე მხრივ, მარკეტერისთვის ახალი ვალდებულებები წარმოიქმნა, - ასე პასუხობს მარკეტერი დავით ბირმანი კითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეცვალა მარკეტერის როლი ხელოვნურმა ინტელექტმა. მისივე განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ ინტერნეტში პოვნადობა, არამედ ისიც, თუ როგორ აღიქვამს და აღწერს მათ AI, რადგან მომხმარებლების ნაწილი გადაწყვეტილებებს უკვე საძიებო სისტემების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს.

„თუ ადრე კომპანია უნდა ყოფილიყო პოვნადი ინტერნეტში ადამიანებისთვის, ახლა კიდევ ერთი შრე დაემატა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა - რას ფიქრობს ჩვენზე AI, ანუ რა იცის ჩვენზე? შესაბამისად, მარკეტერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა, რომ სწორად აღწერილი იყოს AI-სთვის. ანუ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი თანამედროვე მომხმარებელი გადაწყვეტილებას უკვე აღარ იღებს, ასე ვთქვათ, დაგუგვლით, არამედ ამა თუ იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსთან კონსულტაციის შედეგად - ეს ყველაზე დაბალ შრეზე. გარდა ამისა, ცხადია, მარკეტერებისთვის მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ბევრი ახალი ხელსაწყო გაჩნდა, რაც როგორც ამარტივებს, ისე ამდიდრებს მათ საქმეს, ანუ მათი კომუნიკაცია ბევრად უფრო ხარისხიანი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. 

მისივე თქმით, მარკეტინგის მიმართ ბიზნესის ნაწილის დამოკიდებულება კვლავ პრობლემად რჩება, რადგან კომპანიები მას ხშირად ხარჯად აღიქვამენ და არა ინვესტიციად, რაც შემდგომში მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით დამატებით გამოწვევებს აჩენს. 

„აი, „რეკლამა ხომ არ გაგვეკეთებინა, რა“ ანუ, ამ დონეზე უყურებენ. მათ შორის ძალიან მსხვილი მხარჯველებიც კი, ანუ კომპანიები, რომლებსაც მარკეტინგული ბიუჯეტი შეიძლება რამდენიმე მილიონიანი ჰქონდეთ, მაინც უყურებენ მარკეტინგს როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს მერე ის, რომ შეიძლება მრავალმილიონიან მხარჯველ კომპანიას გამოუცდელი მარკეტერების გუნდი ჰყავდეს, ანუ მაგაში არ აკეთებდეს ცალკე ინვესტიციას, ანუ ძლიერ გუნდს არ კრავდეს, ან სხვა მხარეს მიდიოდეს. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი შეცდომების არის თავმოყრილი იმის გარშემო, რასაც ჰქვია საკუთარი თვალით დანახული პერსპექტივა და არა მომხმარებლის თვალით დანახული პერსპექტივა. ანუ თვითონ 10 კაცი შეიკრიბება კომპანიაში და როგორც ისინი ხედავენ პროდუქტს, კომუნიკაციას, როგორც ესმით ყველაფერი, ისე გადიან ბაზარზე. საერთოდ არ უსმენენ მომხმარებელს. თუმცა, უმეტესად მაშინ ინტერესდებიან ხოლმე, როცა პირველი დაღმართი დაეშვება - მერე უფრო, როგორც წესი.

ამიტომ შეცდომებზე დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ძირითადს გამოვყოფდი: რომ პირველი, რომ მარკეტინგი არის ინვესტიცია და მომხმარებელი, რომელსაც ვაყენებთ პირველ ადგილზე, ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო ან ისეთი "About Us"-ში რომ წერია ხოლმე, რომ we are client oriented company. ანუ ეს უნდა იყოს იდეოლოგია. როდესაც გუნდში გვყავს გამოუცდელი ან ახალბედა ხალხი, შევსება უნდა მოხდეს გვერდიდან, ანუ კონსალტინგით, სხვა ტიპის გამოცდილების შესყიდვით და ამ ორის დაბალანსებით“, - განაცხადა მარკეტერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა