სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
BARTA-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე, მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში, მთავარი ჯილდო სილქნეტს გადაეცა. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გამჭვირვალობის და ანგარიშგების ხარისხს, ამკვიდრებს მაღალ სტანდარტს წლიური ანგარიშის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით.
"სილქნეტის მიერ BARTA-ს ჯილდოს მეოთხედ მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ურყევ ერთგულებას პასუხისმგებლიანი კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისადმი. ჩვენი კორპორაციული კულტურა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი მუდმივად განამტკიცებს ინვესტორთა, პარტნიორთა და აბონენტთა ნდობას, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მთავარი გარანტიაა." - ანა გახოკიძე, სილქნეტის ფინანსური დირექტორის მოადგილე.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA, 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. კონკურსი BARTA ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მსხვილ ფინანსურ, მსხვილ არაფინანსურ, მცირე და საშუალო კომპანიებს, რითაც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას.
BARTA 2025 მთავარი ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს სილქნეტის მიმართ ნდობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
სხვა სიახლეები
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
05.11.2026.14:39
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.
სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.
რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?
პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:
• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;
• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;
• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;
• AgileSchool - AI Automation;
• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;
• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;
• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;
• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.
კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.
როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
2. აპლიკაციების გადარჩევა;
3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.