სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს ტექნოლოგიურ ლიდერ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Poland-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები- საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.
სხვა სიახლეები
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
16.09.2026.11:25
პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?