„სიმეტრია“ რაჭაში, მრავალძალის კურორტის განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ რაჭაში , მრავალძალის კურორტის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებით უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ ინტერესდება.
„ლოგიკურია რომ არის „სიმეტრია“, ჩვენ მათთან გვაქვს მოლაპარაკებები და შეჯერებული პოზიცია, რომ თუ რამე ახალი კურორტი უნდა განვითარდეს რაჭაში ეს არის მრავალძალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ინტერესი აქვთ სხვა ინვესტორებსაც, თუმცა ამ დროისთვის მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
„ ჩვენ დავაანონსეთ ახალი კურორტის განვითარება რაჭაში, მრავალძალზე. ამას წინ უსწრებდა არაერთი კვლევა, მათ შორის გვაქვს დისკუსია და საუბარი კერძო სექტორთან, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოხატული რაჭაში ინვესტირების კუთხით ინტერესი.
აქ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და პოტენციური ინვესტორების აზრი არის სრულიად თანხვედრაში რომ მრავალძალი არის კურორტი, სადაც უნდა განვავითაროთ 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვაქვს საუბარი პოტენციურ ინვესტორებთან. მოვლენებს წინ არ გავასწრებთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მრავალძალზე გამოხატული ინტერესი ფაქტობრივად ყველა იმ ინვესტორს აქვს, რომელთაც ჰქონდათ სურვილი რაჭაში ტურიზმის სექტორში, მათ შორის შოვში ინვესტირების.
შესაბამისად ჩვენ მათთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ საჯაროდ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინტერესი დადასტურებულია და მათ აქვთ სურვილი ინვესტიცია განახორციელონ მრავალძალის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს სურვილი ინვესტორებთან და მოსახლეობასთან ერთად უზრუნველვყოთ და რაჭაში შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც იქნება 4-სეზონიანი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა თქმა უნდა რაჭის გაძლიერებას ეკონომიკურად და ტურისტული მიმართულებით“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.