მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენა გამარტივდა

news image
mbc image

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენის პროცესი საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და მარტივი გახდა. მომხმარებელს, პროდუქტის ონლაინ შეძენისას, პირადობის მოწმობითა და ფოტოებით იდენტიფიკაცია აღარ მოუწევს და ამ პროცესს გაივლის მხოლოდ ინტერნეტ/მობაილ ბანკის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ან მობაილ ბანკზე Face ID-ის გამოყენებით.    

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ონლაინ დაზღვევის ყიდვის პროცესი life.aldagi.ge-ზე კიდევ უფრო მარტივად შეიძლება.    

ალდაგი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც საქართველოს ბანკი ინდეტიფიკაციის სერვისი ონლაინ გაყიდვებში გამოიყენა. ამ სერვისის გამოყენებას ალდაგი სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც გეგმავს, რაც მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ შეძენას კიდევ უფრო გაუმარტივებს.  

“გაციფრულების სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე. საქართველოს ბანკის პიროვნების იდენტიფიკაციის სერვისი დაგვეხმარა, ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენის პროცესი გაგვეხადა უფრო მარტივი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კი კიდევ უფრო უსაფრთხო. ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ჩვენს კონცენტრაციას გავაგრძელებთ და ციფრული გაყიდვების არხებს კიდევ უფრო განვავითარებთ ,”- განაცხადა ალდაგის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ჩაჩხუნაშვილმა.    

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა უნიკალური პროდუქტია, რომელიც 16 მძიმე დაავადებას ფარავს და ამ დაავადებების დიაგნოსტირების შემთხვევაში 150,000 ლარამდე თანხის ერთიანად ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტის ონლაინ ყიდვა პორტალზე life.aldagi.ge შესაძლებელი.     

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა