მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

მალე მესამე სივრცე თბილისის ცენტრში და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული კონცეფცია - როგორ ვითარდება „რუთსი“

news image
mbc image

Roots თანამედროვე ყავის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ყავასთან ერთად საუზმისა და ბრანჩის მრავალფეროვან არჩევანს, გამორჩეულ დიზაინსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სთავაზობს. კომპანიის მეორე ფილიალის გახსნამ ბრენდის განვითარების ახალი ეტაპი შექმნა. როგორ ვითარდება Roots-ის საქმიანობა, რა სიახლეებია მენიუში და რა გეგმები აქვს კომპანიას - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Roots-ის დამფუძნებლები ნინჩო ჭანტურია და ანანო აბზიანიძე ესაუბრნენ.

როგორ განვითარდა კომპანიის საქმიანობა ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ და რა გამოცდილება მიიღეთ ახალ ლოკაციაზე მუშაობისას?

მეორე ლოკაციამ გაამართლა ჩვენი მოლოდინები და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ Roots-ის კონცეფცია მომხმარებლებისთვის საინტერესო და მოთხოვნადია.

ამ სივრცეში ჩვენი პრიორიტეტები უცვლელი რჩება - უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და საუკეთესი გამოცდილება.

გვიხარია, რომ მომხმარებლებმა ეს მიმართულებაც ისე შეიყვარეს, როგორც ჩვენი ყავა.

დღეს Roots-ში მხოლოდ ყავის დასალევად აღარ მოდიან - სტუმრები გვირჩევენ საუზმისა და ბრანჩისთვისაც და ულამაზესი ხედით ტკბებიან.

თბილისში ბევრი სივრცეა, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება, თუმცა ქოფიშოფის კონცეფცია განსაკუთრებული სიახლეა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის.

ბიზნესის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შევიძინეთ საკუთარი სივრცე ვაშლოვანის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც Roots-ის გრძელვადიანი განვითარებისა და ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს.

რა სიახლეები გაქვთ მენიუში და რა პრინციპით არჩევთ პროდუქტებს, რომ მომხმარებელთა ინტერესებსა და ბრენდის კონცეფციას შეესაბამებოდეს?

ჩვენი მიდგომა არ არის მენიუს მაქსიმალურად გაფართოება. პირიქით, გვჯერა, რომ ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინგრედიენტების ხარისხს, სიახლესა და კერძების მომზადების პროცესს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ პროდუქტების ბუნებრივი ღირებულება და მენიუ ჯანსაღ პრინციპებს დავაფუძნოთ.

როგორ ავითარებთ Roots-ის კონცეფციას, რომელიც ყავის კულტურას, დიზაინსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს აერთიანებს? რა სიახლეებს გეგმავთ ამ მიმართულებით?

Roots არასოდეს ყოფილა მხოლოდ ყავის ადგილი. ჩვენი იდეა თავიდანვე იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც ყავა, დიზაინი, საინტერესო პროდუქტები და სოციალიზაცია ერთიან გამოცდილებად იქცევა.

ჩვენი მთავარი ღირებულება უცვლელია - არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს, ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, განწყობასა და გარემოს, სადაც ადამიანებს დაბრუნება უნდებათ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რას ვთავაზობთ სტუმარს, არამედ ისიც, როგორ გრძნობს თავს ჩვენს სივრცეში.

იქნება ეს დილის ყავა, მეგობრებთან ბრანჩი თუ უბრალოდ დრო საკუთარი თავისთვის - გვინდა, Roots თითოეული ასეთი მომენტისთვის ბუნებრივი არჩევანი იყოს.

განვითარებას ვაგრძელებთ, თუმცა ჩვენი მიზანი კონცეფციის შენარჩუნებით მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა.

წინ საინტერესო იდეები გვაქვს, როგორც სივრცისა და დიზაინის, ისე პროდუქტისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით.

რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილი პერიოდისთვის? განიხილავთ თუ არა ახალი ფილიალების გახსნას ან სხვა სიახლეებს?

არ ვჩერდებით და განვითარებას ვაგრძელებთ. ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცის შეძენა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და გვაძლევს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო თამამად დავგეგმოთ მომავალი.

რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებსაც განვიხილავთ, თუმცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ გაფართოების სურვილით არ ვიღებთ.

გვინდა, ყოველი შემდეგი ნაბიჯი გააზრებული იყოს და ზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ ის, რაც Roots-ს გამოარჩევს - ხარისხი, გემო, ესთეტიკა და განსაკუთრებული გამოცდილება.

ჩვენი მიზანია, Roots გაიზარდოს როგორც ბიზნესი, მაგრამ არასოდეს დაკარგოს თავისი მთავარი იდეა - შევქმნათ მეტი, ვიდრე უბრალოდ ადგილი ყავის დასალევად.

ინფორმაციისთვის, Roots Coffee and More-ის მისამართებია:

თბილისი, ქუთათელაძის ქუჩა №7;

თბილისი, პ. კაკაბაძის ქუჩა №45, თბილისი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მალე მესამე სივრცე თბილისის ცენტრში და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული კონცეფცია - როგორ ვითარდება „რუთსი“

06.11.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა