მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„სკიჯის სახლი“ გასტრონომიულ სივრცეს დაამატებს

news image
mbc image

საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს, კოტეჯების შემდეგ, უახლოეს ხანებში დამოუკიდებელი გასტრონომიული სივრცის დამატებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან სკიჯის ოჯახის წევრმა მაკო ცირეკიძემ განაცხადა, „სკიჯიმ“ ტურისტული მიმართულებით საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყო.

„ჩვენი უპირატესობაა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგიური გარემო, ეკომეგობრული კოტეჯები, ადგილობრივი სამზარეულო, სეზონური პროდუქტები და ეს ყველაფერი ხილის და  ჩირის აქცენტრბით, რადგანაც ჩვენი საქმიანობა ჩირის წარმოებით დაიწყო. ეტაპობრივად კი განვავითარეთ აგროტურისტული და გასტრონომიული მიმართულება.

აგროტურისტული ბიზნესი დაიწყო საოჯახო სახლით, სადაც მოვაწყვეთ 5 სასტუმრო ნომერი. ხოლო 2023 წელს ეზოში დავამატეთ 3 დამოუკიდებელი კოტეჯი. ჯამში გათვლა გაქვს ერთდროულად 20 სტუმრის მიღებაზე, რომელთათვისაც საინტერესოა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგია, ბუნებასთან კავშირი.

2023 წლის მაგალითზე „სკიჯის სახლის“ სტუმრები უცხო ქვეყნები მოქალაქეები იყვნენ, რომელთა შორის გერმანელი ტურისტები ლიდერობდნენ. ასე გვყვადნენ საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ირლანდიიდან, ამერიკიდან და  კანადიდან.  რა თქმა უნდა, გვყავდა ქართველი სტუმრებიც.

სტუმრებს ვიღებს როგორც სოციალური ქსელებიდან მიღებული ჯავშნებით (Fb, Instagram) ისე, booking-ის და airbnb-ის საშუალებით. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან“, აღნიშნავს მაკო ცირეკიძე.

თითქმის ყველას თანაბრად ხიბლავთ ავთენტური გარემო, გურიის განსაკუთრებული ბუნება და ადგილობრივი სამზარეულო. რაც შეეხება დარჩენის საშუალო ხანგრძლივობას 3 დღე და 2 ღამეა.

„ერთნაირად აინტერესებთ მთა და ზღვა. კურორტი ბახმარო და შავი ზღვის სანაპიროები ჩვენგან მხოლოდ 40 კილომეტრშია. ასევე, ათვალიერებ სოფელს, მდინარის სანაპიროებს, ნახულობენ  ნაბეღლავის ქარხანას, რომელიც ჩვენგან 10 წუთის სავალზეა. მათში არფრთოვანებას იწვევს ასეთი დონის და მასშტაბის წარმოება რეგიონში.  ძირითადად გასვლითი ტურები ამ მიმართულებით აქვთ.

რაც შეეხება კერძებს, ყველა კერძი ძალიან მოსწონთ. მათი ემოციებიდან და შთაბეჭდილებებიდან ვრწმუნდებით, რომ თუ კი რამეზეა დღეს მსოფლიოში მოთხოვნა, ეს ნამდვილად არის სოფლის ტურიზმი, გასტრო ტურიზმი, ავთენტური გარემო და ბუნებასთან სიახლოვე.

კერძებში აღაფრთოვანებთ ის, რომ სეზონურ პროდუქტებზეა ყველაფერი მორგებული, განსაკუთრებით მოსწონთ ხაჭაპური, ასევე სახლში დამზადებული ჯემები და მურაბები, ადგილობრივი თაფლი, სახლში გამომცხვარი კექსი. მოსწონთ ყველა კერძი, რომელიც მათ თვალწინ მზადდება. გვაქვს ასევე ჩვენი საფირმო კერძი, რომელიც ჩირებისგან კეთდება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი სამზარეულო ძალიან მოსწონთ“, - აღნიშნა  Business Insider Georgia-სთან მაკო ცირეკიძემ.

სკიჯის ოჯახის წევრი ამბობს, რომ „სკიჯის სახლს“ კოტეჯები სატესტო რეჟიმში აგვისტოდან დაემატა და ოქტომბრის ბოლომდე თითქმის სრული დატვირთვით იმუშავა.

„აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი კოტეჯები აქტიურად ვამუშავეთ. უკვე ვიღებთ 2024 წლის ზაფხულის ჯავშნებსაც.

ჩვენი უახლოესი გეგმაა, რომ გასტრონომიული სივრცე დავამატოთ, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ჩვენი სტუმრების გამასპინძლება, ასევე ინდივიდუალური სტუმრების მიღება. რეალურად ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გასულმა ზაფხულმა ეს ნათლად დაგვანახა.“, - აღნიშნა სკიჯის ოჯახის წევრმა.

მაკო ცირეკიძის თქმით, საოჯახო ბიზნესი, რომელიც ჩირის წარმოებით დაიწყო დღეს სამ მიმართულებას აერთიანებს: ჩირის წარმოება, სასტუმრო და ადგილობრივი განსტრონომია.  ჩირის საწარმო, რომელიც 150 წლის გურულ ოდაშია განთავსებული,  აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული მანქანა დანადგარებით. გასულ წელს  საწარმომ  „HACCP“  სტანდარტი მიიღო და ექსპორტზე გასვლაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

„სკიჯი“ ასე ჰქვია ჩირის ბრენდს, რომელიც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში ყოველწლიურად 20 ტონამდე ხილის გადამუშავება ხდება, საიდანაც 5 ტონა ჩირი მზადდება. საწარმო ამზადებს ასევე გატარებული ჩირის კანფეტებს და ხილის ჩაის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა