მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Skillwill კოლეჯსა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ და Skillwill-ის კოლეჯმა თანამშრომლობის 6-წლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია სტუდენტებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების პროფესიული განვითარება, პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს Skillwill-ის კოლეჯის „აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო“ პროგრამის სტუდენტების სტაჟირებას თბილისის ბაგა-ბაღებში.

მეორე მხრივ, კოლეჯი ვალდებულებას იღებს, სააგენტოს თანამშრომლებს შესთავაზოს გადამზადება კოლეჯის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კურსზე.

თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ერთობლივ მუშაობას ბაგა-ბაღებში პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე, სტაჟირების პროგრამების გაძლიერებასა და საერთო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაზე.

გარდა ამისა, კოლეჯის კურსდამთავრებულები სააგენტოს პროექტებსა და სტაჟირების პროგრამებში ჩაერთვებიან, რაც მათ შრომით ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანებს გახდის.

კახა აბულაძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი:
“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყვეტად მუშაობს სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარებაზე და ამ მხრივ გადამწყვეტია ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიწოდება ჩვენი ბენეფიციარებისათვის. ამ მიზნით, ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ „სქილვილთან“, რაც ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტებისთვის სტაჟირების, ხოლო სააგენტოსა და ბაღების პერსონალისთვის უფასო ტრენინგკურსების შეთავაზებას. ეს არის ორმხრივი შესაძლებლობა როგორც პროფესიის დაუფლების მსურველთათვის, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ასევე ჩვენს სისტემაში დასაქმებულთათვის, რომ  გაიღრმაონ კვალიფიკაცია პროფესიული წინსვლისა და განვითარებისათვის.”

გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის კოლეჯის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
„ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული პრაქტიკა გაიარონ საბავშვო ბაგა-ბაღებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლება მხოლოდ თეორიად არ დარჩეს და სტუდენტებმა პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილება მიიღონ.“

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა