მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Skillwill-ში IT ინფრასტრუქტურის მართვის სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

news image
mbc image

 Skillwill-ში, თბილისსა და ბათუმში, IT ინფრასტრუქტურის მართვის პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე (IT Support) წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდა.პროგრამაზე სწავლა შესაძლებელია მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ. ჩარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ ონლაინ ტესტირების გავლა, პროგრამას კი სხვა წინაპირობა არ აქვს. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

https://forms.gle/JqEbqZjBBWa1gr6w6

IT ინფრასტრუქტურა ნებისმიერი თანამედროვე ორგანიზაციის ტექნოლოგიური საფუძველია. ის აერთიანებს კომპიუტერულ სისტემებს, სერვერებს, ქსელებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა რესურსებს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.

IT ინფრასტრუქტურის მართვის სპეციალისტი პასუხისმგებელია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, პროგრამული უზრუნველყოფის მართვასა და მონაცემების უსაფრთხოებაზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:

• IT მხარდაჭერის სპეციალისტის სამუშაოს და პრაქტიკულ მოვალეობებს;
• IT სფეროში მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ ინგლისურს;
• კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების აწყობას, გამართვასა და მოვლას;
• კომპიუტერული პროგრამების ინსტალაციას, განახლებასა და გამართვას;
• კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებას, პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრას;
• კომპიუტერული ქსელის მოწყობისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს;
• მობილურ, Linux და სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობას;
• პრაქტიკული IT პროექტის განხორციელებას.

სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალურ სამუშაო ამოცანებზე იქნება ორიენტირებული. სადიპლომო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს დასაქმება შეეძლება IT მხარდაჭერის სპეციალისტის, სისტემური ან ქსელური ადმინისტრატორისა და IT ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით.

Skillwill-ის IT ინფრასტრუქტურის მართვის სადიპლომო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.

https://forms.gle/JqEbqZjBBWa1gr6w6

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა