Skillwill-ში სწავლა ამიერიდან ფიზიკურ სივრცეშიც შეგეძლება
სქილვილში სწავლა ამიერიდან ფიზიკურ სივრცეშიც შეგეძლება! გიზიარებთ ბათუმის სასწავლო სივრცეს, სადაც სურვილის შემთხვევაში, ნეო ბაკალავრიატის და სასერტიფიკატო კურსების სტუდენტებს შეეძლებათ ლექციებს ლაივ რეჟიმშიც დაესწრონ. აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შემოუერთდი ახალ ნაკადს: https://www.skillwill.ge
სქილვილი გიღებს ახალი შესაძლებლობების კარს და გიბიძგებს გამოწვევებისკენ. გთავაზობს საღამოს ლექციებს გამოცდილ, პრაქტიკოს ტრენერებთან ერთად, რომლებიც სქილვილის ინოვაციური მეთოდით ხელმძღვანელობენ.
პლატფორმა თანამშრომლობს 30+ კომპანიასთან მსოფლიოს გარშემო.
ცნობისთვის, სქილვილი არის ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.
სქილვილის საქმიანობა მოიცავს 3 კომპონენტს:
პროგრამირების სწავლება თანამედროვე მეთოდებით, შეფასების ინოვაციური სისტემით და პრაქტიკული დავალებებით
რბილი უნარების ტრენინგები, რეზიუმეს/პორტფოლიოს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება, ინსტრუქციები და რჩევები კარიერული განვითარებისთვის და დასაქმების პერიოდული შეთავაზებები.
პროფესიულ კავშირებზე ზრუნვა, რეგულარული ვორქშოპები, შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ნეთვორქინგის ძირითადი ინსტრუმენტების სწავლა, სპორტული და კულტურული აქტივობები, როგორიცაა: ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ჭადრაკის ტურნირები
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.