სკოლისთვის საჭირო ნივთებიდან ყოველდღიურ პროდუქტებამდე - Wolt-ზე ახალი კამპანია იწყება
ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ოჯახებისთვის აქტიური მზადების პერიოდიც იწყება. სასკოლო ნივთები, ბავშვებისთვის საჭირო პროდუქტები, ყოველდღიური საყიდლები და სახლში აუცილებელი მარაგების შევსება. Wolt ახალ სეზონს სპეციალური კამპანიით ხვდება და მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიაში მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.
მშობლებს Wolt-ზე შეუძლიათ შეარჩიონ სკოლისთვის საჭირო ნივთები, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები და სხვა ყოველდღიური საჭიროებები, რაც ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებასა და ზაფხულის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას უფრო მარტივს ხდის.
ამავე კამპანიის ფარგლებში, Wolt-ის მომხმარებლებს სასურსათო პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ. შეთავაზებები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე წარმოდგენილ სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში, მათ შორის Wolt Market-ში, Carrefour-ში, SPAR-ში, Europroduct-ში, GPC-ში, Sulakauri-სა და Assorti-ში.
სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ოჯახებისთვის იცვლება არა მხოლოდ სამუშაო რეჟიმი, არამედ ყოველდღიური საყიდლების საჭიროებებიც. ახალი სასწავლო წლის დაწყება ხშირად ნიშნავს ერთდროულად რამდენიმე ტიპის შენაძენის დაგეგმვას, სკოლისთვის მომზადებიდან და ბავშვების საჭიროებებიდან დაწყებული, ოჯახის ყოველდღიური პროდუქტების მარაგის შევსებით დასრულებული. Wolt-ის კამპანია სწორედ ამ საჭიროებებზეა ორიენტირებული და სხვადასხვა პროდუქტსა და შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
კამპანიის მთავარი მიზანიც მისი მომხმარებლებისთვის ზაფხულის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ახალ სასწავლო რეჟიმში დაბრუნების გამარტივებაა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.