სკუტ სკუტი - თავისუფლებისკენ სვლაში დაბადებული ბრენდი
სკუტ სკუტის ისტორია იწყება მარტივი, მაგრამ ძლიერი ემოციით - ორბორბლიანი ტრანსპორტის სიყვარულით. სწორედ ამ ინტერესმა და გატაცებამ მისცა საფუძველი იდეას, რომელიც დღეს საქართველოში მოტოინდუსტრიის წამყვან ბრენდად არის დამკვიდრებული.
კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხნის მეგობრები გიორგი მონავარდისაშვილი და გიორგი ფოფორაძე არიან, რომლებმაც ორბორბლიანი ტრანსპორტით გატაცებაში ბიზნეს შესაძლებლობა დაინახეს. სკუტერებთან მათი პირველი შეხება აზიაში, კერძოდ ინდოეთში მოგზაურობას უკავშირდება, სადაც ეს ტრანსპორტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
საწყის ეტაპზე სკუტ სკუტმა საქმიანობა გაქირავებით დაიწყო და პირველი ლოკაცია თბილისში, „ფაბრიკაში“ გაიხსნა. თავდაპირველად კომპანია ტურისტულ სეგმენტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მალევე სამიზნე აუდიტორიაში ქალაქის მაცხოვრებლებიც მოექცნენ.
„მახსოვს, გვქონდა მსჯელობა უნდა გვეთანამშრომლა უკვე არსებულ იმპორტიორებთან და მათი სკუტერები გაგვექირავებინა, თუ თავად გვეცადა ორთვლიანი ტრანსპორტის ჩამოყვანა. საკმაოდ აქტიურად ვლობირებდი იმ აზრს, რომ საკუთარი ძალებით გვემოქმედა და საბოლოოდ ამ გზასაც დავადექით. ეს გადაწყვეტილება სკუტ სკუტისთვის ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა - ერთი პატარა კონტეინერი შევუკვეთეთ იაპონიიდან, როგორც გაქირავებისთვის ასევე გასაყიდად” - გიორგი ფოფორაძე.
როგორც ხშირად ხდება სტარტაპების შემთხვევაში, რეალობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა კომპანიის ფორმირებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაქირავების ბაზარს საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ პოტენციალი არ ქონდა. ამავდროულად, კომპანიამ მნიშვნელოვანი რამ შეამჩნია - ადამიანები, რომლებიც სკუტერს ქირაობდნენ, მალევე ხდებოდნენ მისი ყიდვის მსურველები. სწორედ აქედან დაიწყო სკუტ სკუტის ტრანსფორმაცია რითეილ ბიზნესად.
გზა მარტივი არ ყოფილა. ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩანასახში იყო და ბევრი ვერ ხედავდა მის რეალურ პოტენციალს. სკუტ სკუტისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა ფინანსური პარტნიორი იპოვა - ეს პროკრედიტ ბანკი აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიის პოტენციალი დაინახა და მხარდაჭერა გაუწია. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო უფრო სწრაფი ზრდა: გაფართოვდა პროდუქციის ასორტიმენტი, გაიხსნა ახალი ფილიალები და სკუტ სკუტი თანდათან ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი ბრენდი ქართულ ბაზარზე.
დღეს სკუტ სკუტი არის მოტომაღაზია, სადაც მომხმარებელი იღებს სრულ გამოცდილებას - დაწყებული ტრანსპორტის შერჩევით; ჩაფხუტებისა და აქსესუარების დიდი არჩევანით და დასრულებული სერვისით.
სკუტ სკუტი უკვე წლებია ავრცელბს და ქმნის მოტო კულტურას საქართველოში. დამწყებებს აქ ყოველთვის ურჩევენ, დაიწყონ დაბალი კუბატურის ტრანსპორტით, რათა ეტაპობრივად აითვისონ მართვა და შემდეგ სურვილისამებრ გაზარდონ ძრავის მოცულობა.
თუმცა სკუტ სკუტისთვის ბიზნესი მხოლოდ გაყიდვები არ არის. მიზანი თავიდანვე განსხვავებული კულტურის კომპანიის შექმნა იყო, ისეთი გარემოს, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე და საუკეთსო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და სადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ერთ საერთო ღირებულებას - თავისუფლებას - იზიარებენ.
კომპანიის ფილოსოფია სამ ძირითად ფასეულობას ეფუძნება - თავისუფლებას, მეგობრობასა და მოძრაობას. მათი ხედვით, ორბორბლიანი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ქალაქის განტვირთვის, გათავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზაც.
„ჩვენ გვჯერა, რომ ორბორბლიან ტრანსპორტს შეუძლია დიდი ცვლილების მოტანა და გადაადგილება უფრო სწრაფი, ხალისიანი და სასიამოვნო გახადოს. სკუტ სკუტის სლოგანი “მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით” თავის თავში ყველაფერს აერთიანებს, მიზანს რომ ქვეყანაში ბევრი ორბორბლიანი ტრანსპორტი იყოს და ესაა მოწოდება ყველასთვის, ვისაც სურს საქართველო უკეთესობისაკენ შეცვალოს”. - გიორგი ფოფორაძე.
2026 წელი სკუტ სკუტისთვის განსაკუთრებულია - კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში სკუტ სკუტმა შეძლო, ჩამოყალიბებულიყო როგორც აზრის ლიდერი ინდუსტრიაში - კომპანია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს.
სკუტ სკუტის სამომავლო გეგმები რეგიონულ დისტრიბუციას უკავშირდება. ეს ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატარა იდეა, თუკი მას თან ახლავს მოქმედება, შეიძლება გადაიქცეს ერთ დიდ შესაძლებლობად.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
24.04.2026.14:00
„ჩირჩხელა“ ნატურალური ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 10 წლიანი ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „ჩირჩხელას“ აღმასრულებელ დირექტორს, ირმა კვაჭანტირაძეს ესაუბრა.
ოჯახი, ერთი საქმის გარშემო ერთ მუშტად შევიკარით. ჩვენ ჯიუტი ბიზნესმენები აღმოვჩნდით, რომლებმაც წესები და ტენდენციები თავად შევქმენით.
სიჯიუტე ჩვენთვის მხოლოდ თვისება კი არა, წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.
ყველაფერი ორი კილო ქლიავის ჩირით, ოცი ცალი ჩურჩხელით და 10 კვ.მ. მცირე სივრციდან დაიწყო.
და სწორედ საწყის ეტაპზე, პროდუქტისა და ისტორიის შერწყმით, გაჩნდა სახელი — „ჩირჩხელა“, რომელიც ქართულ ენაში ახალი დესერტის ტერმინად დამკვიდრდა.
კომფორტის ზონის დატოვებით, ყოველდღიური ჩვევების შეცვლით და ახალი გადაწყვეტილებების მიღებით, ჩვენ დავიწყეთ საკუთარი გზის შექმნა.
შემდეგ ყველაფერი გადაიზარდა ტოტალურ შრომაში. როცა მიზანი არსებობს, შეუძლებელი არაფერია.
ჩურჩხელა და ჩირი ჩვენთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ დესერტი — ეს იყო გენეტიკური მეხსიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ჩურჩხელა იბადება იქ, სადაც იწყება ღვინო - რთველი, ვაზი, ქვევრი. საქართველო 8000-წლიანი ღვინის კულტურის სამშობლოა და ჩურჩხელა ამ კულტურის გაგრძელებაა.
ეს არ არის უბრალოდ კულინარია - ეს არის ხელოვნება, რომელიც იუნესკოს მიერაც არის აღიარებული.
როგორც ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი და არის ფილოსოფია, სიღრმე და სული, ასევე ჩურჩხელა არის „ფორმაში მოქცეული ისტორია“.
დღეს მსოფლიო ეძებს ახალ გემოებს, ენერგეტიკულ ბარებს, ვეგანურ სნექებსა და ბუნებრივ ტკბილეულს. ჩვენ კი მსოფლიოს ვთავაზობთ უფრო მეტს - ნაცად, ბუნებრივ ენერგიას, რომელიც სხეულსა და გონებას კვებავს.
ჩვენ შევძელით და საქართველოს კულტურული ტრადიცია სხვა კონტინენტზე, კერძოდ კი ამერიკაში გავიტანეთ - არა მხოლოდ როგორც პროდუქტი, არამედ როგორც დესერტების ბრენდი „ჩირჩხელა“, როგორც ისტორია და იდენტობა. გლობალური, ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი.
„ჩირჩხელაში“ ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ორგანულ ჩირსა და ჩურჩხელას - ჩვენ ვქმნით ავთენტურ ღირებულებებს.
10 წელია ამ გემოს სიყვარულში ვართ. ჩვენ გემოს სული მივეცით და გავუზიარეთ ის ყველაზე გამოცდილ ქართველ მომხმარებელს. ჩვენ საქართველო მსოფლიომდე მივიტანეთ და ვაგრძელებთ ცნობადობის ზრდას ამერიკის მასშტაბით.
ჩვენი მიზანია, რომ ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს როგორც ხარისხიანი, ჯანსაღი და ავთენტური პროდუქტი ”, - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.