სკუტერი საქართველოში პოპულარულ სატრანსპორტო საშუალებად ვაქციეთ - Scoot Scoot
მეექვსე წელია, რაც Scoot Scoot-ი საქართველოში დაარსდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს და უკვე ქვეყნის გარეთაც, ორთვლიანი ტრანსპორტის ნაირსახეობას - მოტოციკლებს, მოპედებს, სკუტერებს და ველოსიპედებს სთავაზობს.
დღესდღეობით Scoot Scoot-ს ბაზრის 50% უჭირავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მონავარდისაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კომპანიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ სკუტერი საქართველოში პოპულარული სატრანსპორტო საშუალება გამხდარიყო.
,,თავდაპირველად, როდესაც კომპანია დავაფუძნეთ და ძალებს ვიკრებდით, დაბალი კლასის იაფ ტრანსპორტად აღიქმებოდა. ჩვენ მოვინდომეთ და შევძელით კიდეც, რომ იგი მძლავრ სატრანსპორტო საშუალებად გვექცია, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ტრანსპორტის პოზიცია დღეს დღეს ბაზარზე გამორჩეულია.
სკუტერების გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების დიდ არჩევანს. ასევე ეკიპირებისთვის საჭირო აქსესუარებს. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ახალი პარტიები კონტეინერებით ყოველთვიურად შემოდის. მომხმარებლების ნახევარი კურიერებზე მოდის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ტრანსპორტი გამოცადეს, მიიღეს და მათი ცხოვრების ერთ-ერთი სტილად გაიხადეს. მოთხოვნის 50% სწორედ ასეთ სეგმენტზე მოდის, მეორე ნახევარი კურიერებს უჭირავს“, - ამბობს გიორგი მონავარდისაშვილი.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, Scoot Scoot-ის საქმიანობაში საკმაოდ რთული იყო 2022 წელი, როცა მოტოციკლებისa და მოპედების მართვის მოწმობის აღებას დაექვემდებარა და ამან რეალიზაციაზე ნეგატიურად იმოქმედა.
თუმცა, მდგომარეობა გამოსწორდა და დღეს უკვე გაყიდვებში 2021 წლის მაჩვენებლები არათუ გააუმჯობესეს, გაუსწრეს კიდეც.
Scoot Scoot-ის საქმიანობის მიზანიც ეს არის - საზოგადოებაში ორთვლიანი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ტრანსპორტის იმპორტი კი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ინდოეთი, იაპონია და ჩინეთი. მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა, სტუდენტებიდან დაწყებული, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, 40 წლამდე.
ცნობისთვის, Scoot Scoot -ი წარმატებული სტარტაპია, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია ფილიალებს მაღაზიებსა თბილისსა და ბათუმში. Scoot Scoot -ის სერვისები დაინერგა ბაქოშიც, სადაც წელს ახალი მაღაზია გაიხსნა.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.