მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

SL Company წარმოების პროცესების სტანდარტიზაციას და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ნამცხვრის სახლი • SL Company საკვები პროდუქტების წარმოებისა და საცალო რეალიზაციის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს, ფრანგულ დესერტებს, საავტორო ტორტებსა და სხვადასხვა საკვებს სთავაზობს. საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კაფე-რესტორნის მომსახურებაც.

კომპანიის საქმიანობის, მომხმარებლის მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს SL Company-ის დამფუძნებელი ლალი სამსონიძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

SL Company საქმიანობს საკვები პროდუქტების წარმოებისა და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი სფეროებია პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა და ფრანგული დესერტების წარმოება, ასევე კაფე-რესტორნის მომსახურება. ბაზარზე ვოპერირებთ 2008 წლიდან.

მომხმარებლებს ვთავაზობთ ყოველდღიურად წარმოებულ პურ-ფუნთუშეულს, კლასიკურ და თანამედროვე საკონდიტრო ნაწარმს, საავტორო ტორტებს, ფრანგულ დესერტებს, საუზმეს, სენდვიჩებს, სალათებს, პასტასა და მაღალი ხარისხის ყავას. კომპანია მუშაობს როგორც საცალო მომხმარებლებთან, ისე ბიზნესპარტნიორებთან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა მომხმარებელი წლიდან წლამდე უფრო მომთხოვნი და ინფორმირებული ხდება. დღეს მხოლოდ პროდუქტის გემო აღარ არის საკმარისი - მნიშვნელოვანი გახდა ნედლეულის ხარისხი, სიახლე, ვიზუალი, მომსახურების დონე და პროდუქტის ხელმისაწვდომობა როგორც ადგილზე, ისე მიტანის სერვისების საშუალებით.

განსაკუთრებით იზრდება ინტერესი მაღალი ხარისხის, განსხვავებული და თანამედროვე კონცეფციის მქონე პროდუქციის მიმართ. ამასთან, მომხმარებლისთვის კვლავ მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის სწორი თანაფარდობა.

რას მიიჩნევთ SL Company-ის კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა საკუთარი წარმოება და პროდუქტის შექმნის სრული პროცესის კონტროლი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს და ვაერთიანებთ ტრადიციულ გამოცდილებას თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებთან.

ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირების უნარი, გამოცდილი გუნდი და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომა.

რა არის კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები და პრიორიტეტები?

ჩვენი სამომავლო პრიორიტეტებია წარმოების პროცესების კიდევ უფრო მეტად სტანდარტიზაცია, ხარისხის კონტროლის გაძლიერება, ახალი პროდუქტების შექმნა და ასორტიმენტის განვითარება.

ასევე ვგეგმავთ გაყიდვების არხების გაფართოებას, საცალო ქსელისა და B2B მიმართულების განვითარებას, ციფრული და მიტანის სერვისების გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიულ ზრდასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი ზრდა ისე, რომ გაფართოების პროცესში პროდუქტის ხარისხი და მომხმარებლის ნდობა უცვლელად შევინარჩუნოთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SL Company წარმოების პროცესების სტანდარტიზაციას და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

08.10.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა