SMG ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი დასაქმებულის ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ალექსანდრე კორკოტაძე
კომპანია „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“ (SMG), რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან სერვისებს სავაზობს. კომპანიის მენეჯმენტი მიღწეულით არ კმაყოფილდება, მუდამ ზრუნავს განვითარებასა და ახალი სერვისების დამატებაზე.
კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე კორკოტაძე აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, თუმცა სასურველი მიზნების მისაღწევად მუდმივი და დაუღალავი შრომაა საჭირო.
SMG ცდილობს, როგორც დამსაქმებლებში, ისე დასაქმებულებში, უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერება აამაღლოს და სამუშაო ადგილებზე ინციდენტებისა თუ უბედური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს. უფრო კონკრეტულად რა გეგმები აქვს SMG-ს და როგორია კომპანიის მიერ ბიზნესისთვის მიწოდებული სერვისები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე კორკოტაძემ ისაუბრა.
- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს სწორი პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების ნაწილში? დღეს რა რეგულაციები მოქმედებს შრომის უსაფრთხოების გასაძლიერებლად?
- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ არაერთი ვალდებულება იკისრა, მათ შორის დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. ეს სიახლე ბიზნესისთვის დიდი გამოწვევა იყო. პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში წლების განმავლობაში, უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას დიდი ყურადღება არ ექცეოდა, უბედური შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. სწორედ ამიტომ, გახდა საჭირო აღნიშნული კანონის გამკაცრება. შრომის ინსპექციის, კერძო სექტორისა და სფეროს სპეციალისტების დიდი ძალისხმვითა და ჩართულობით, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასაქმებულებს ნამდვილად აქვთ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები, რაც უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების სტატისტიკაზე დადებითად აისახა.
- 28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი სამომავლოდ?
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის ძირითადი მიზანი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაა. ზოგადად ეს ერთ დღიანი პროცესი არ არის და მარტო კანონმდებლობის გამკაცრებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ გეგმის განხორციელებაში. ყოველწლიურად კომპანია SMG ატარებს სემინარებს, სწავლებებს, შეხვედრებს, ყოველივე ეს კი ემსახურება დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. ჩვენი გუნდის ხედვაა - ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა.
- კომპანია SMG 4 წელია რაც ბაზარზეა, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რა არის დღეს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
- ბაზარზე უკვე 4 წელია რაც ვოპერირებთ. თავდაპირველად დავიწყეთ კომპანიებში მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, თუმცა, ამ 4 წლის მანძილზე ჩვენი მომსახურების არეალი გავაფართოვეთ, დავიმატეთ სხვადასხვა მომიჯნავე სერვისები, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, HACCP-ის სისტემის დანერგვა, გარემოს დაცვის სპეციალისტის მომსახურება და სხვა. მოგესხენებათ რომ, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ნაწილობრივ ამოქმედდა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. აღნიშნული სიახლიდან გამომდინარე, ჩვენც დავიმატეთ ახალი მიმართულება, კერძო სექტორს ვთავაზობთ ოფიცრის მომსახურებას.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.