მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

SMH Global-ის 2026 წლის პირველი ნახევარი: მთავარი შედეგები, საერთაშორისო პროექტები და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი SMH Global-ისთვის ზრდისა და საერთაშორისო თანამშრომლობების მიმართულებით აქტიური აღმოჩნდა. კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც iGaming-ის, ისე სპორტის მიმართულებით და ახალი საერთაშორისო ინიციატივები წამოიწყო. 

Business Insider Georgia-სთან SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით SMH Global-ისთვის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

SMH Global როგორც მოგეხსენებათ არის თბილისში დაფუძნებული გლობალური ჰოლდინგი, რომელიც მოიცავს შვილობილ SMH Sports-საც. წლევანდელი წელი ძალიან აქტიური და წარმატებულია მრავალი მიმართულებით, თუმცა გამოსარჩევ შედეგებად ვთვლით SMH Global-სა და ბრიტანული SBC-ის ერთობლივ პროექტს, SBC Summit Tbilisi-ს, რომელმაც iGaming სექტორის 2500-მდე მაღალი რანგის დელეგატს მოუყარა თავი თბილისში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს დედაქალაქი ნამდვილად არის ევრაზიის ჰაბი iGaming სფეროში. ღონისძიებას ექსკლუზიურობას უკვე მეორე წელია სძენს SBC Regulators Forum-ის თანხვედრა, ეს არის უნიკალური პლატფორმა, სადაც წელს 10-ზე მეტი იურისდიქციის რეგულატორი შეიკრიბა და გარდა დახურული სესიებისა, რომელიც ეთმობა საერთაშორისო ინტეგრაციის განხილვასა და განტკიცებას, ღია ფორმატშიც მიიღეს მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორის წარმომადგენლებს შეეძლოთ მათთან ინტერაქცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს უმნიშვნელოვანესია მთლიანად სექტორისთვის.

SMH Sports-მა და Kinkladze Global-მა დაიწყეს მედიაცია Manchester City-სა და უზბეკეთის მთავრობას შორის, “მანჩესტერ სიტის” უზბეკეთში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ვთვლით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, მალე გადავა შემდეგ ეტაპზე.

SMH Sports-მა 2026 წელს გაახანგრძლივა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ სპორტულ მედია ლიდერთან, La Gazzetta dello Sport-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური სათავო ოფისი კმაყოიფლია მიღწეული შედეგებით და რეგიონის სხვა ქვეყნებში ბრენდის განვითარებას სწორედ ჩვენ გვანდობს. SMH Sports-ი ექსკლუზიურად წარმოადგენს La Gazzetta dello Sport-ს, მსგავსი პარტნიორობა ამ ბრენდს არ აქვს. SMH Sports-მა ასევე გააძლიერა SBC Summit Tbilisi სპორტული პანელების ორგანიზებითა და ღონისძიების ქინოუთ სპიკერის, ფერნანდო მორიენტესის მოწვევით.

ასევე აღსანიშნავია, რომ SMH Sports-მა, Global Tech Weekend-თან პარტნიორობით, ჩაატარა პირველი სპორტული სამიტი, რაც მომავალში აუცილებლად გაიზრდება და საერთაშორისო ასპარეზზე გავა.

როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?

როგორც სპორტის, ასევე iGaming სფეროები სწრაფად მზარდი და აქტიურია. მიმდინარე პერიოდში ორივე სფეროში დიდი ყურადღება ეთმობა, როგორც ეთიკური ნორმების რეგულაციების ცვლილებებსა და გამკაცრებას, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებას მეტი ეფექტურობისა და შედეგიანობის მისაღწევად.

ჩვენი რეგიონი საკმაოდ მოწინავეა iGaming-ის გლობალურ ბაზარზე, სწორედ ჩვენი რეგიონიდან არის წარმოშობილი ლიდერი ტექნოლოგიური და პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც დღეს დომინირებენ ბაზარზე და ეს ტრენდი კიდევ უფრო მზარდია.

⁠რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის ბოლომდე ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება, ორივე სფეროში განვაგრძოთ ჩვენი პროექტების ზრდა და სექტორის განვითარებაზე ზრუნვა. SMH Global-ი და SMH Sports-ი მხოლოოდ სააგენტოები არ არის, ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც
აქტიურად მუშაობენ, როგორც სპორტისა და iGaming სექტორების წარმომადგენლებთან, ასევე მარეგულირებელ ორგანობესა და საერთაშორისო წამყვან ექსპერტებთან. ჩვენ მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს ორივე სექტორის სწორ განვითარებას. სწორედ ამიტომ გვაქვს პორტფელში სამიტები.

როგორია თქვენი საერთაშორისო თანამშრომლობა?

ჩვენი ორგანიზაცია რეგიონალურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს La Gazzetta dello Sport-სა და SBC-ს და ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ლიდერ ასოციაციებთან, როგორებიცაა IAGR-ი და IMGL-ი.

ასევე მოგეხენებათ, უკვე 10 წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონის #1 სპორტულ მაუწყებელთან, Setanta Sports-თან, ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა უზბეკეთში წარმომადგენლობასა და 10-მდე ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას მოიცავს. ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარი სწორედ უზბეკეთია, სადაც “სეტანტა სპორტსი” უკვე #1 მაუწყებელია და წინ კი გრძელი გზაა განვითარებისთვის.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

2026 წელი ჩვენთვის აქტიური ზრდისა და განვითარების წელია, დარწმუნებული ვართ, მიმიდნარე პროექტებს წარმატებით ჩავხურავთ და მომავალ წელს კიდევ უფრო ამბიციური პროექტების განხილვაზე ვისაუბრებთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, iGaming სფეროში ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის რეგულატორებთან ურთიერთობის გაღრმავება. ამ მიმართულებით, SBC Tbilisi-ს ფარგლებში უკვე 2-ჯერ ჩატარდა რეგულატორების ფორუმი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამ გამოცდილებამ და რეგიონს მიღმა მრავალ რეგულატორთან და სექტორის სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ჩამოყალიბებეულმა სტრატეგიულმა ურთიერთობამ მოგვცა შესაძლებლობა, აღნიშნული ფორუმის განვითარება გლობალურ მასშტაბზე დავიწყოთ.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ SBC - სთან ერთად ვგეგმავთ რეგიონული რეგულატორების სამიტის ეტაპობრივ განვითარებას საერთაშორისო და საბოლოოდ გლობალურ ფორმატად. SBC - ის პლატფორმის საშუალებით, რეგიონული სამიტები გახდება გლობალური, რაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგულატორს, ოპერატორსა და სექტორის წარმომადგენელს შორის გამოცდილების გაზიარების, დიალოგისა და თანამშროლობის კიდევ უფრო მასშტაბურ და უნიკალურ სივრცეს შექმნის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

13.11.2026.12:00

UFC-ის ჩემპიონი დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.

16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.

რაზე საუბრობს ილია თოფურია

ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა. თოფურია ყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.

დაბრუნება და შემდეგი ბრძოლა. საბოლოო სამედიცინო გამოკვლევები იანვარში ექნება, რის შემდეგაც სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება. მისი მიზანი გეიჯისთან რევანშია.

ალექსანდრე თოფურია. ილია აფასებს ძმის კარიერას, მის როლს საკუთარ კუთხეში და აცხადებს, რომ დოჰაში გასამართი ბრძოლის შემდეგ სანდრო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქართველო და ესპანეთი. თოფურიამ ბოლო თვე საქართველოში გაატარა და აცხადებს, რომ ბევრად უფრო ხშირად დაბრუნდება, მათ შორის საქართველოში სპორტული დარბაზის გასახსნელად. საუბრობს ორ სამშობლოზე, ესპანეთის მიმართ მადლიერებასა და ამერიკაში ცხოვრებაზე.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ლა გაძეტა დელო სპორტ საქართველოს იუთუბ არხზე.

იხილეთ არხის ბმული: La Gazzetta dello sport Georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა