მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Snacky ახალ დანადგარებს ამატებს და საერთაშორისო სერტიფიცირებას იწყებს

news image
mbc image

Snacky • სნექი წარმოებას აფართოებს და ექსპორტზე გასვლასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Snacky-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განაცხადა, გაყიდვების ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოება. სწორედ ამიტომ კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარები, რომლებიც მალე ჩამოვა და კომპანიას პროდუქციის წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ექსპორტზე გასვლას, კომპანია აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურად ემზადება და საწარმოში ISO-სა და Kosher სერტიფიკატებზე მუშაობს.

„ამ დროისთვის სერტიფიცირების პროცესში ვართ. ISO სერტიფიცირებაზე ვმუშაობთ და ასევე გვინდა, Kosher-ის სერტიფიკატი ავიღოთ. აღნიშნულ თემაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, და მისი დანერგვის შემდეგ განვიხილავთ ექსპორტს. უკვე გვყავს რამდენიმე დაინტერესებული კლიენტი. ISO და Kosher სერტიფიკატები კი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნებია - მაგალითად, ისრაელის ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია Kosher-ი, ხოლო აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისთვის - ISO. ISO-ს დანერგვას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, შესაბამისად, ექსპორტზე გასვლა მოსალოდნელია 2026 წლისთვის“, - ამბობს Snacky-ის დამფუძნებელი.
ზური სამოილენკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში Snacky-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.
Snacky აქტიურად იყიდება სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა: ფრესკო, ნიკორა, გუდვილი, ევროპროდუქტი, ხოლო სულ მალე - დაახლოებით ერთ კვირაში - Snacky ხელმისაწვდომი იქნება ორ ნაბიჯშიც.

Snacky-ის წარმოება თბილისში, კერძოდ, ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს და კომპანიის მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს წარმადობის გასაზრდელად. საწარმოს ახალი დანადგარები ემატება, რაც საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქციის მოცულობა.
მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად, კომპანია უკვე 2026 წლიდან ექსპორტსაც განიხილავს. ახალი დანადგარების მონტაჟის შემდეგ საწარმოს ექნება თვეში 100 ტონა Snacky-ის წარმოების შესაძლებლობა.

Snacky მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც. რამდენიმე თვეა, კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა Snacky ახალი, ქრანჩი ტექსტურითა და განახლებული შეფუთვით.

Snacky - ეს არის 100% ნატურალური მიწისთხილის კარაქი, რომელიც ყოველდღიურ, ჯანსაღ სნექად იქცა მრავალი მომხმარებლისთვის.
Snacky-ის მისიაა ჯანსაღი წასახემსებლის კულტურის შექმნა. საწარმოში დაცულია ყველა შესაბამისი ნორმა და დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა