Sokostudio.ge მომხმარებელს ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს
Sokostudio.ge ქალ მეწარმეთა მიერ დაარსებული ქართული სტარტაპია, რომელიც 2024 წლიდან ხელნაკეთ დეკორატიულ ნივთებს ქმნის. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Sokostudio.ge-ს თანადამფუძნებელი ნინო ფრანგულაშვილი ესაუბრა.
როდიდან ოპერირებს Sokostudio.ge ბაზარზე და რა მიმართულებებს აერთიანებს თქვენი საქმიანობა?
„სოკო სტუდიო“ ქალი მეწარმეების მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც 2024 წელს შეიქმნა.
ჩვენ ვქმნით ხელნაკეთ სანათებსა და ჭაღებს უნიკალური პრინტებით, შარფებს, ჩანთებს, სუფრებს, ხელნაკეთ კერამიკულ შანდლებსა და ხილ-ბოსტნეულის ანალოგ თაფლის სანთლებს. ჩვენი ბრენდის პრინტებს თავად ვქმნით, ამიტომაც არის ისინი ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული, ასევე გვაქვს ხელით მოხატული აბაჟურებიც.

როგორ იქმნება თქვენი პროდუქცია - რა ეტაპებს მოიცავს ჭაღებისა და სანათების დიზაინისა და დამზადების პროცესი და რა როლი აქვს ხელნაკეთ დეტალებს?
თავდაპირველად იქმნება აბაჟურის დიზაინი, შემდეგ იბეჭდება და მას უკვე სადგამებს ვუხამებთ. გვაქვს სამი ფორმის ხის სადგამი, რომლებსაც შემდეგ შესაბამის ფერებში ვღებავთ. ვიყენებთ წყლის ბაზაზე დამზადებულ საღებავებს.
ვამზადებთ სანთლებს, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. ხილისა და ბოსტნეულის ანალოგი სანთლები იმდენად ბუნებრივია, რომ ბევრი მათ რეალურისგან ვერც არჩევს. მასალად ვიყენებთ თაფლის სანთლებსა და ეკოსაღებავებს. ყველაფერი ხელით მზადდება, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად ფასეულია.

როგორია მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და რომელ პროდუქტებზე ან დიზაინებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესია, რაც განპირობებულია იმით, რომ ყველა პროდუქტი განსხვავებულია. სანათების დიზაინებიდან გამოვარჩევდი ყაყაჩოებისა და ბროწეულების პრინტებს. მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა საბავშვო სანათებმა, რომლებიც იდეალური სამახსოვრო საჩუქარია. შარფებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ზოდიაქოს დიზაინი - თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის შევქმენით შესაბამისი შარფი.

რა სიახლეებსა და გეგმებზე მუშაობს Sokostudio.ge - იგეგმება თუ არა ასორტიმენტის გაფართოება, ახალი კოლექციების შექმნა ან სხვა მიმართულებების განვითარება?
სიახლეები ძალიან გვიყვარს. რამდენიმე დღეში გაყიდვაში ახალი პროდუქტი ჩაეშვება (საიდუმლოდ დავტოვებ, თუ რა იქნება), ასევე გვექნება სანათების ორი სრულიად განსხვავებული დიზაინი - ესეც რამდენიმე დღეში და სანთლების ახალი კოლექცია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.