მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში - სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

news image
mbc image

საქართველოს ბანკისა და „სუხიშვილების“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს კიდევ ერთ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს. 5 ოქტომბრიდან, SOLO Boutique-ში შესაძლებელი იქნება სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის უნიკალური თავშლების შეძენა.

ეს განსაკუთრებული აქსესუარი „სუხიშვილების“ სცენაზე დაბადებულ 80-წლიან ისტორიას გვიამბობს - ისტორიას, რომელშიც ქართული ცეკვა, ხელოვნება, კოსტიუმი და მუდმივი სიახლის ძიება ერთ მთლიანობად იქცა.

სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას „სუხიშვილების“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მხატვარი და სცენოგრაფი ანსამბლის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი იყო. მისმა კოსტიუმებმა ქართული ცეკვის სცენური ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღემდე „სუხიშვილების“ მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ვირსალაძე ტრადიციულ ფორმებს საკუთარ მხატვრულ ხედვასა და ფერთა განსაკუთრებულ ენას უკავშირებდა, რის შედეგადაც მისი ნამუშევრები უნიკალურ ხელწერად იქცა.

„სუხიშვილების“ ისტორია 1945 წელს, ილიკო სუხიშვილისადა ნინო რამიშვილის მიერ ანსამბლის დაარსებით დაიწყო. 80 წლის განმავლობაში დასმა ქართული კულტურისა და ცეკვის ტრადიციები არაერთხელ გარდაქმნა და ახალი თაობებისთვის გააცოცხლა. სწორედ ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა იქცა იმ სულისკვეთებად, რომელიც „სუხიშვილების“ ისტორიას დღემდე თან სდევს.

საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ანსამბლის სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „თაკარა“ - ექსპერიმენტული ღია სცენა, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ტრადიციასა და თანამედროვე შემოქმედებით ძიებას აერთიანებს.

ახალი კოლექციით კი სუხიშვილების სცენური მემკვიდრეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის - ხელოვნების ნიმუშები აქსესუარად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელიც.

სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის თავშლები 5 ოქტომბრიდან ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის SOLO Boutique-ში იქნება ხელმისაწვდომი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

05.10.2026.18:35

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 132.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.05% წინა კვირასთან შედარებით და -0.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 332 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 131.10 - 148.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.87% წინა კვირასთან შედარებით და +1.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 388 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.35 - 54.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.76% წინა კვირასთან შედარებით და +1.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.85 - 48.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა