მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ გამოიცა

news image
mbc image

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც,  ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე.

ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ცნობისმოყვარე პანდასთან“ თანამშრომლობით ქართულ ენაზე გამოიცა.

პრეზენტაციას გაუძღვებიან „ცნობისმოყვარე პანდას“ დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და სოფო მუსერიძე.შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ამისათვის გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

ამასთან, წიგნის თემატიკაზე გაიმართება ფსიქოლოგ ელენე ბაჩიაშვილის Workshop-ები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

„კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობისათვის, უკვე რამდენიმე წელია SOLO Books-ის პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამჯერად ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, გამოვეცით წიგნი მეტყველი სათაურით - ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ - ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება მშობლებს, მხარი დაუჭირონ შვილების განვითარებას ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებით, ურთიერთპატივისცემის გზით. ეს არის აღნიშნული წიგნის საიუბილეო, 45-ე ენაზე ნათარგმნი ვერსია და გვეამაყება, რომ ზუსტად SOLO-ს მხარდაჭერით მოხდა მისი თარგმნა.

SOLO Books-ის სერია კი გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში”, - აღნიშნავენ SOLO-ში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა