SOLO, როგორც ქართული მოდის მხარდამჭერი, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გენერალური სპონსორია
4-8 მაისს Factory Tbilisi-ში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ი გაიმართება. პროექტის გენერალური სპონსორია SOLO.
ქართული მოდის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის შექმნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო მოდის მიმდევრები, კრიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები ეწვევიან. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერები, მათ შორის: SITUATIONIST, KEBURIA, TATUNA, AKA NANITA, INGOROKVA, DATUNA, TAKO MEKVABIDZE, BERHASM, UVENTA, JEAN GRITSFELDT, RECKLESS და სხვა.
Factory Tbilisi-ს სივრცეში წარმოდგენილი იქნება SOLO Boutique-ის სტენდი, სადაც ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ გამორჩეული ბრენდების (Crash Baggage, Gaggia, Philippe V, Luccaffe, Stetson, Bangle Up...) პროდუქცია და SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.
SOLO მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, SOLO და WM ბარათის მფლობელებისთვის აღნიშნული ბრენდების ნივთები SOLO ლაუნჯში და Shopshop.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.
SOLO აქტიურად აგრძელებს ქართული მოდის მხარდაჭერას და ქართველი დიზაინერებისთვის ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას. SOLO მომხმარებლებისთვის კი მეტი კომფორტისა და გამორჩეული გამოცდილების მისაღებად ახალი, პერსონალურად მათზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.