მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება

news image
mbc image

11-14 აპრილს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება - „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა“ (TAF) ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება. TAF-ის გენერალური სპონსორია SOLO.

 

ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

 

ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, იხილოს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებული გამოფენები, მონაწილეობა მიიღოს მასტერ კლასებში, დაესწროს Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას.

 

წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში კი 45 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი.

 

„თბილისის ხელოვნების ბაზრობის წლევანდელი გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმპროცესებზე, სადაც მთავარი შთაგონების წყარო მასალაა; აჩვენებს იმ ხელოვანებისშემოქმედებით გზას, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის ულევი შესაძლებლობების დახმარებით, წარმოსახვას რეალობად აქცევენ. TAF ის პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებას მნიშვნელოვნადაფასებს და იმ „გამომგონებელ“ ხელოვანებს წარადგენს, ვისთვისაც მასალა და მისგან წამოსულიპროცესები მათ შემოქმედებას განსაზღვრავს და ვისთვისაც, თანამედროვე ხელოვნებისინოვაციურ პროცესებთან მოსარგებად, ჩვეული ნორმების ახლებურად გადაწერა, უცხო სულაცარ არის. TAF 2024-ის მონაწილე ხელოვანები ტრადიციებსა და სიახლეებს, ისტორიულ წარსულსადა ტექნოლოგიურ განვითარებას შორის არსებულ კავშირზე გვიამბობენ, საუკუნისდროინდელტექნიკურ მეთოდებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს აფასებენ“, - აღნიშნავენ TAF-ის გუნდში.

„SOLO კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ხელოვნების ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინიციატივის ფარგლებში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც ლოკალური და საერთაშორისო გალერეები წარადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვანების ახალ ნამუშევრებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ნიმუშები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქართველი არტისტების ხელოვანთა საერთაშორისო ქსელში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და ამასთან, უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას საერთაშორისო დონის გალერეებს, მათ წარმომადგენლებსა და არტისტებს“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

TAF 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი არტისტების კურირებული გამოფენების, მასტერ კლასების, Art Talk- ების და მრავალფეროვანი პარალელური პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე, 12-14 აპრილს კი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა