SOLO-ს შეთავაზება მომხმარებლებს - ისარგებლეთ 50%-იანი ქეშბექით ისთ ფოინთის ახალ სივრცეში
27 მარტს, SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქეშბექით ისთ ფოინთის ახალ სივრცეში არსებულ 40-მდე ბრენდის მაღაზიაში.
შეთავაზების ფარგლებში მოქმედებს 50%-იანი ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას მომენტალურად დაიბრუნოს გადახდილი თანხის ნახევარი, მაქსიმუმ 400 ლარი, თითოეულ მაღაზიაში ცალ-ცალკე.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მაღაზიებში:
Gallery Accent, Gallery Sport, Factory, ICR Multibrand Store (Studio Shoes Gallery / Ecco / Geox / Scarpiera / ICR Sport), Mavi, Armani Exchange, United Colors of Benetton, Adidas, Under Armour, Crocs, Cole Haan, Salamander, Wortmann, Section Forty (Concept Store), JB Martin
Lutecia, Ici Paris, More Beauty, Eos Georgia, Tous, Pandora, Casio, New Time, Giggles Concept
Izipizi, Barner, Kenari, Jacadi, Name It, Orchestra, Cool Club, Panco, Chicco, Kids Gallery
BlueTabla, Drawbox,Gadget;
27 მარტის შეთავაზების და მის ფარგლებში გამონაკლისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.