SOLO-ს შეთავაზებები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
SOLO მომხმარებლებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 31 მაისს და 1 ივნისს, სხვადასხვა თემატურ შეთავაზებას გეგმავს.
გადაიხადეთ SOLO Mastercard World Elite ბარათით SOLO-ს პარტნიორებთან: Kids Gallery; Dressup.ge-ის საბავშვო კატეგორია; Monchou; Tartine Chocolate; RKO; Monnalissa; Petit Bazar; Lile kids; BG Store - და დაიბრუნეთ თანხის 40% (ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი). დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
Lunatic Cookies-ს ან Ganjina-ს ობიექტებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას კი დაიბრუნეთ თანხის 30% (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი).
ამასთან, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართება პატარებისთვის.
1 ივნისს თამაშობანას ახალ საზეიმო სივრცეში დაგხვდებათ: სპექტაკლები, წარმოდგენები, ვორქშოპები, თამაშები, პიკნიკი, კონცერტი და საფესტივალო მხიარულება.
SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას კი დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხის 20%. შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
გაითვალისწინეთ, შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ხოლო ონლაინ საქართველოს ბანკის გადახდის არხით. ონლაინ გადახდისას შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay-ზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.