მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სომხეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სარევიზიო გაანგარიშებას ქართველი კონსტრუქტორი დავით ხარანაული შეასრულებს

news image
mbc image

დავით ხარანაული საქართველოში მოქმედი ინჟინერ-კონსტრუქტორი, საპროექტო კომპანია KHARANAULI Engineers - ის დამფუძნებელი და მთავარი კონსტრუქტორია. ამჟამად დავითი, სომხეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის Skyline-ის სარევიზიო გაანგარიშებაზე მუშაობს. პროექტის შესხებ Business Insider Goergia-ს თავად დავითი ესაუბრა:

დავით ამ დროისთვის მუშაობთ სომხეთში, ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სარევიზიო გაანგარიშებაზე, შეგიძლიათ მოგვიყვეთ პროექტის და პროექტში თქვენი როლის შესახებ?

Skyline - სომხეთში ერთერთი მსხვილი დეველოპერული პროექტია, ცათამბჯენის ორგინალი დიზაინის ავტორი არის საერთაშორისო კომპანია ARUP, ჩვენ ჩართული ვართ, როგორც დამოუკიდებელი ინჟინრები. ARUP - ისგან დამოუკიდებლად, ვაკეთებთ შენობის შემოწმებით ანგარიშს და კონსტრუქციული პროექტის სრულ რევიზიას, მოგეხსენებათ ასეთი საპასხუსმგებლო ობიექტების პროექტირება არ ხდება მხოლოდ ერთი კომპანიის ან ერთი ინჟირის მიერ, ამიტომ საჭირო იყო დამოუკდებელი ინჟინრის ჩართვა და ჩვენც სწორედ აქ აღმოვჩნდით.

რა არის პროექტის მთავარი გამოწვევა?

პროექტის მთავარ გამოწვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ რეგიონის მაღალი სეისმურობა, მოგეხსენებათ სომხეთში არსებობს ძალიან ძლერი მიწისძვრების პრეცედენტები, შესაბამისად პროექტის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს შენობის კომპიუტერული მოდელის შექმნა და მოსალოდნელი მიწისძვრების სიმულირება. ამისთვის თავად ARUP - იც და ჩვენც ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე მათემატიკური სიმულირების მეთოდებს.

რას ნიშნავს თქვენთვის ისეთი კომპანიის პროექტის რევიზიაზე მუშაობა როგორიც ARUP-ია?

ეს არის ინჟინერიის ძალიან მაღალი დონე, ARUP-ს ჰყავს ძალიან მაღალი დონის ინჟინრები, მათთან დიალოგი და კოლაბორაცია ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სამუშაო შეხვედრის შემდეგ აშკარად იკითხებოდა, რომ არ ელოდნენ ჩვენი მხრიდან ასეთი დონის პროფესიონალიზმს, შემიძლია თავისუფლად ავღნიშნო, რომ ტოლს არ ვუდებთ ანალიტიკური მეთოდებისა და თეორიულ ცოდაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რევიზია არ გულისხმობს ერთმანეთის შეცდომებზე “გამოჭერას”, პირიქით, ეს არის ინჟინრების კოლაბორაცია, იმისთვის რომ დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და როგორ ფიქრობთ კომპანიის განვითარებას?

ჩემი მთავარი მიზანია კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი დონის საინჟინრო სერვისები, შევქმნათ და დავამუშავოთ კონსტრუქციული პროექტები თანამედროვე სტანდარტებისა და პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება მაღლივი შენობების გაანგარიშება-დაპროექტებას შეეხება, რაშიც ყოველდღე ვვითარდებით და ვცდილობთ ქართულ ინჟინერია ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ.

ცნობისთვის, კომპანია KHARNAULI Engineers თბილისში, წერეთლის 116 -ში მდებარებს. დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ დაუკავშირდნენ მეილით ან მობილურით: info@kharanauli.ge   / 555 76 31 86

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა