მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი იოჰან კრუიფის ინსტიტუტთან ერთად - ღონისძიების პარტნიორია „წყალი მთის“

news image
mbc image

20 ივნის იოჰან კრუიფის ინსტიტუტის და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგელებში გაიმართება საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი, ერთ დღიანი ფორუმი ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას.

სპორტული განათლების ფორუმი გაიმართება 20 ივნის თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია “-ში. ფორუმი  თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი  —ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები.

ღონისძიება გააერთიანებს წამყვან პროფესიონალებს საერთაშორისო სპორტული ინდუსტრიიდან, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის, პირადად მოისმინონ გამომსვლელებისგან რა გზა გაირეს წარმატების მისაღწევად და როგორ დაიკავეს  წამყვანი პოზიციები სხვა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებში

სპორტული განათლების ფორუმი 2025-ის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ქართველი ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი, მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი, დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.

იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ პროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.

„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამაზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები, მსგავსი ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ერთუგულები არიან ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის“, – ამბობს ედგარ რომერო, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელი.

 

იოჰან კრუიფის ინსტიტუტი არის მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპორტსმენებს, სპორტისა და ბიზნესის პროფესიონალებს სპორტის მენეჯმენტის ლიდერებად, დაარსებულია ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის მიერ. კრუიფის ინსტიტუტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან  ერთად სპორტის ინდუსტრიაში.

ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) წარმოადგენს ინსტიტუტს რომლის მიზანი არის საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს საშუალება მიიღოს როგორც სპორტული ისე აკადემიური  განათლება. 2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტი დაპარტნიორდნენ. ჯეიბიესი 2025 წლის შემოდგომიდან  შესთავაზებს სპორტული მენეჯმენტის სხვა და სხვა სახის 8-12 კვირიან კურსებს, ხოლო 2026 წლიდან სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურას. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში იოჰან კრუიფის ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლების მიერ.

 

საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი განსაკუთრებული მხარდაჭერით ტარდება – მისი პარტნიორია „წყალი მთის“ რომელიც ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.

ბრენდი აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ინიციატივებს, ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას , განათლებასა და  ჯანსაღ ცხოვრებას.

 

ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE ის ლინკს https://bit.ly/3FeKFJD

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა