SPRIBE-ის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილება - Aviator Studio-ს ჯგუფს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე Aviator-ის და მისი მსგავსი ნიშნების გამოყენება აეკრძალა
მალტის სამოქალაქო სასამართლოს პირველმა პალატამ SPRIBE OÜ-ის მოთხოვნის საფუძველზე დროებითი განჩინება გამოსცა, რომლითაც Aviator Studio-ს ჯგუფში შემავალ სამ მალტურ კომპანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე SPRIBE-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენება შეეზღუდა.
2026 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება ეხება Aviator Studio Limited-ს, Aviator Studio Holding Limited-სა და Aviator Studio USA Limited-ს. სასამართლომ კომპანიებს დაავალა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც SPRIBE-ის ევროკავშირის სავაჭრო ნიშნებიდან: EUTM №018817594 და EUTM №018825078 გამომდინარე უფლებებს არღვევს.
შეზღუდვა მოიცავს იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენებას იმავე ან მსგავს საქონელსა და მომსახურებასთან მიმართებით. სასამართლომ ასევე მოითხოვა www.aviator.studio-ს და ნებისმიერი სხვა ვებგვერდის გამოყენების შეწყვეტა, თუ ის SPRIBE-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურების შეთავაზებისას იყენებს.
სასამართლოს განჩინების დარღვევა შესაძლოა სასამართლოსადმი უპატივცემულობად შეფასდეს და შესაბამისი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.
SPRIBE-ის მიერ წარდგენილი მოთხოვნა ეფუძნება ევროკავშირში რეგისტრირებულ ორ სავაჭრო ნიშანს. პირველი მათგანი მოიცავს წითლად შესრულებულ სიტყვიერ აღნიშვნას „AVIATOR“ და თვითმფრინავის გამოსახულებას, ხოლო მეორე - თამაშის აუდიოვიზუალურ ელემენტებს, მათ შორის თვითმფრინავის აღმავალი ტრაექტორიით მოძრაობას, მულტიპლიკატორის გამოსახვასა და რაუნდის დასრულების ვიზუალურ თანმიმდევრობას.

სასამართლომ ამ ეტაპზე წარდგენილი მასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ Aviator Studio-ს მიერ გამოყენებული ნიშნები SPRIBE-ის უფრო ადრინდელ რეგისტრირებულ ნიშნებთან მაღალი მსგავსებით გამოირჩევა, ხოლო შესაბამისი პროდუქტები და მომსახურება იდენტურ ან მნიშვნელოვნად მსგავს კომერციულ სფეროს მიეკუთვნება.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ორივე თამაში ონლაინაზარტული თამაშებისა და iGaming-ის სექტორში, იმავე სავაჭრო არხებითა და იმავე აუდიტორიისთვის არის შეთავაზებული. სასამართლოს პირველადი შეფასებით, ამ გარემოებათა ერთობლიობა მომხმარებლებისთვის დაბნეულობისა და ორ პროდუქტს შორის კავშირის არსებობის მცდარი აღქმის რეალურ ალბათობას ქმნის.
გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა Aviator Studio-სთან დაკავშირებულ საჯარო კომუნიკაციაში გამოყენებულ ფორმულირებებზე: „The Original Crash Game Experience“ და „The Official Aviator Game“ რომლებიც, სასამართლოს პირველადი შეფასებით, მომხმარებელში თამაშების წარმომავლობასთან დაკავშირებულ მცდარ ასოციაციას აძლიერებს.
სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სადავო პროდუქტის გავრცელება ევროკავშირში მხოლოდ სამომავლო განზრახვას აღარ წარმოადგენდა. ის უკვე ხელმისაწვდომი იყო მალტაში EuroCasino.com-ის, ხოლო შვედეთსა და ფინეთში - Betsson.com-ის მეშვეობით.
გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმ ზიანს, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, დროებითი ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში SPRIBE-ს შეიძლება მიადგეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ iGaming მაღალრეგულირებადი სფეროა, სადაც კომპანიის რეპუტაცია, მომხმარებელთა ნდობა და ტექნიკური საიმედოობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ერთმანეთთან დაკავშირებული ან მსგავსი თამაშების აღრევამ შესაძლოა ისეთი რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს, რომლის ზუსტი ფულადი ღირებულების განსაზღვრაც რთული იქნება.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ონლაინპროდუქტის სწრაფად გავრცელებისა და მარტივად რეპროდუცირების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების თანახმად, შეთავაზების სხვა კომპანიაზე, ვებგვერდზე, დომენზე ან სალიცენზიო სტრუქტურაზე გადატანის შესაძლებლობა შესაძლო ზიანის შეფასებასა და შემდგომ ანაზღაურებას კიდევ უფრო ართულებს.
განჩინებაში აღნიშნულია ისიც, რომ მოპასუხეები შედარებით ახლად დაფუძნებული მალტური კომპანიები არიან. სასამართლოს შეფასებით, არსებობდა რისკი, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის შესაძლო ზიანის ანაზღაურებისთვის მათ საკმარისი აქტივები არ ჰქონოდათ.
დროებითი ღონისძიება ex parte წესით გამოიცა, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს მოპასუხე კომპანიებისთვის განმარტებები არ მოუსმენია.
სასამართლომ ეს მიდგომა საქმის გადაუდებლობით დაასაბუთა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოპასუხეების წინასწარ ინფორმირებას შესაძლოა მათი კომერციული შეთავაზების, კორპორაციული სტრუქტურის, დომენების ან სალიცენზიო ურთიერთობების სწრაფი ცვლილება მოჰყოლოდა პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, რაც ღონისძიების ეფექტიან აღსრულებას გაართულებდა.
სასამართლოს შეფასებით, ინტერესთა ბალანსი SPRIBE-ის სასარგებლოდ იხრება. ღონისძიება მიზნობრივად ეხება მხოლოდ SPRIBE-ის სავაჭრო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენებას იმავე ან მსგავს პროდუქტებსა და მომსახურებასთან მიმართებით.
მალტის სასამართლომ განიხილა საქართველოში 2024 და 2025 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ძველი თვითმფრინავის ლოგოზე საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ დავაში SPRIBE-ის საწინააღმდეგოდ იყო გამოტანილი.
მალტის სასამართლოს განმარტებით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისთავად ვერ გახდება ევროკავშირის სავაჭრო ნიშნის გაუქმების საფუძველი და არც მალტის სასამართლოსთვის წარმოადგენს სავალდებულო პრეცედენტს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები დროებითი ღონისძიების გამოყენებას ხელს არ უშლის და SPRIBE-ის პოზიციას ამ კონკრეტულ წარმოებაში არსებითად არ ასუსტებს.
სასამართლომ ასევე განიხილა ინგლისისა და უელსის უმაღლეს სასამართლოში მიმდინარე დავა. მალტის სასამართლოს შეფასებით, ბრიტანულ გადაწყვეტილებას ამ საქმისთვის შეზღუდული, თუმცა არც თუ მცირე მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ნიშნებს და არა ევროკავშირის ნიშნებს ეხებოდა.
ამასთან, მალტის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიშნებს შორის დაბნეულობის ალბათობის შესახებ დასკვნა SPRIBE-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლის საფუძველზე გამოიტანა.
SPRIBE-ის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის განცხადებით, მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დონეზე დაცვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,ევროკავშირის მასშტაბით მიღებული დროებითი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში. მას წინ უძღოდა კურასაოში სადავო სავაჭრო ნიშნების გაუქმება და კენიაში Aviator-ის ლოგოს რეგისტრაცია," - აცხადებს SPRIBE-ის დამფუძნებელი დავით ნატროშვილი.
"პროდუქტი, რომელსაც Aviator Studio დღეს „ორიგინალ თამაშად“ წარმოაჩენს, მხოლოდ 2025 წელს გამოჩნდა. ჩვენი თამაშის საერთაშორისო წარმატებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ არის მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი: სასამართლომ პირველადი შეფასებით დაინახა როგორც ჩვენს სავაჭრო ნიშნებთან მაღალი მსგავსება, ისე მომხმარებლების, ოპერატორებისა და პარტნიორების დაბნევის რეალური საფრთხე.
ოქტომბერში დაველოდებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საქმის შემდგომ ეტაპსაც. ჩვენ განვაგრძობთ ყველა გონივრული სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას ჩვენ მიერ შექმნილი თამაშის, Aviator-ისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დასაცავად, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, - აცხადებს დავით ნატროშვილი.
მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ხასიათისაა და დავის საბოლოო გადაწყვეტას არ წარმოადგენს. ის მიღებულია prima facie - პირველადი შეფასები საფუძველზე, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ SPRIBE რეგისტრირებული ევროკავშირის სავაჭრო ნიშნების მფლობელია, ხოლო სადავო ნიშნების გამოყენება დაბნეულობის ალბათობასა და სერიოზული ზიანის საფრთხეს ქმნის.
მალტაში მიმდინარე წარმოება SPRIBE-ის მიერ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით განხორციელებული საერთაშორისო სამართლებრივი პროცესების ნაწილია. კომპანია სხვადასხვა იურისდიქციაში აწარმოებს სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებულ შედავების, გაუქმებისა და სასამართლო განხილვის პროცედურებს.
2018 წელს დაფუძნებული SPRIBE ახალი თაობის iGaming პროდუქტების დეველოპერია. კომპანიის მთავარი თამაში Aviator-ი საერთაშორისო ბაზარზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი და დღეს სხვადასხვა რეგულირებულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
წყარო: http://next.io
სხვა სიახლეები
SPRIBE-ის მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 გლობალური ჯილდო SiGMA World 2026-ზე
06.11.2026.16:15
ტექნოლოგიურმა კომპანია SPRIBE-მა საერთაშორისო ასპარეზზე მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. გასართობი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინოვაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ღონისძიებაზე, SiGMA World 2026-ზე კომპანიამ სამი ჯილდო მიიღო.

SiGMA World-ის ყოველწლიური დაჯილდოება დამსახურებულად მიიჩნევა ინდუსტრიის „ოსკარად“, სადაც გამარჯვება მხოლოდ რევოლუციურ ხედვას, ტექნოლოგიურ სრულყოფილებასა და გლობალურ ბაზარზე მასშტაბურ გავლენას მოაქვს.
რომში გამართულ წლევანდელ ღონისძიებაზე SPRIBE -ის მიერ მოპოვებული ჯილდოები ჩამონათვალი წელს ასე გამოიყურება:
• Best Player Engagement (Aviator by Spribe), რომელიც კომპანიის ფლაგმანურმა ქრაშ-თამაშმა, Aviator-მა მოიპოვა.
• Best Casino Platform (Broadway Platform by Spribe) - ეს ჯილდო ადასტურებს, რომ SPRIBE არა მხოლოდ ცალკეული თამაშების შემქმნელი, არამედ სრულფასოვანი ტექნოლოგიური პლატფორმების მიმწოდებელია.
• Fastest Growing Aggregator (Broadhub by Spribe) - რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SPRIBE-ის, როგორც დინამიკური და მოთხოვნადი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს.
„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ თამაშების ან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ჩვენი ამოცანა თავიდანვე გლობალური ინდუსტრიის ტრანსფორმაცია, თამაშის წესების შეცვლა და ახალი მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, რევოლუციური გამოცდილების შეთავაზება იყო. SiGMA-ს აღიარება ჩვენთვის უცხო არ არის, თუმცა წლევანდელი ტრიუმფი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბით.
ეს სამმაგი გამარჯვება ადასტურებს, რომ SPRIBE-ის ეკოსისტემა უმაღლეს მსოფლიო სტანდარტს ქმნის. ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ექსპანსიას, ვნერგავთ მომავლის ტექნოლოგიებს და წინ უკომპრომისო ნაბიჯებით მივდივართ” - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO.
SiGMA World 2026-ზე მოპოვებული სამმაგი გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ SPRIBE გლობალურ ასპარეზზე პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და ბაზარზე თავის მრავალფუნქციურ პროგრამულ პორტფელს წარმატებით ავითარებს.
SPRIBE-ის შესახებ:
SPRIBE-ი არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია და iGaming-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინოვატორი. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ შექმნა Aviator-ი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინთამაში.
SPRIBE-ი არის UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ის პარტნიორი, ხოლო მისი ბრენდ-ამბასადორები მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები და ვარსკვლავები არიან.