მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

news image
mbc image

თიბისის მობაილბანკში „საგანძურის მარათონმა“ სტარტიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის დაწყებიდან ათ დღეში, ბარათიშვილების, ხარჯიანების, დოვლათებისა და ანაბარიძეების საგვარეულოებს უკვე 200 000-მდე მოთამაშე შეუერთდა. მონეტების, ლიდერბორდებისა და ფულადი პრიზებისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე, უკვე 40 გამარჯვებული დაჯილდოვდა - 36-მა მონაწილემ დღის ლიდერის პრიზი დაიმსახურა; ხოლო თითო საგვარეულოდან 4 კვირის ლიდერი გამოვლინდა და 2000–2000 ლარით დასაჩუქრდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. 

თუ ჯერ კიდევ არ ჩართულხარ „საგანძურის მარათონში“, თამაშის დაწყება ნებისმიერ დროს შეგიძლია. მარათონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება; ხოლო დღის, კვირისა და თვის ლიდერბორდები ყოველ ახალ პერიოდთან ერთად ახლდება; რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა აქვს, ფულადი პრიზებისთვის იბრძოლოს.

მთავარია, არ დაგავიწყდეს - ყველა დაგროვილი მონეტა მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. თითოეული მათგანი საგვარეულოს საერთო შედეგსაც ემატება და ზრდის შანსს, რომ სწორედ შენი გუნდი გადავიდეს ფინალში და მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლოს.

„საგანძურის მარათონის“ ენერგიამ მობაილბანკიდან რეალურ სივრცეშიც გადაინაცვლა. წელს, Tbilisi Open Air-ზე სტუმრებს „საგანძურის მარათონის“ სპეციალური კუთხე დახვდათ, სადაც დღის მისიის შესრულების შემდეგ, ბრენდირებულ საჩუქრებს იღებდნენ. ასე რომ, მარათონი ციფრულ სივრცეს გასცდა და ფესტივალის გამოცდილების საინტერესო ნაწილიც გახდა.

წინ კიდევ ბევრი მისია, ყოველდღიური და ყოველკვირეული გამარჯვებული და უამრავი მონეტაა. გახსენი თიბისის მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და გაარკვიე, ვინ მიაღწევს საგანძურამდე პირველი. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა