სრულყოფილი ეკოსისტემა ფერმერებისთვის - როგორ აძლიერებს „აგროსფერო“ სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას
2026 წლისთვის აგროსფერო • Agrosphere სტრატეგიული მიზანია ინოვაციური აგრო-ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად დანერგვა საქართველოში, - ამის შესახებ კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას “აგროსფეროს” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ტოროტაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, „აგროსფერო“ ქართველ ფერმერებს მუდმივ რეჟიმში სთავაზობს სიახლეებს, რაც მათ ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად გვთავაზობენ ახალ გადაწყვეტებსა და პროდუქტებს, ჩვენ კი, ტრადიციისამებრ, პირველები გავხდით ამ სიახლეებს ხელმისაწვდომს ქართველი ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ ნაკლები დანახარჯებით მეტი და ხარისხიანი მოსავლის მიღება“, - აცხადებს აკაკი ტოროტაძე.
საგულისხმოა, რომ 2025 წელი „აგროსფეროსთვის“ საიუბილეო წელია - ის უკვე 20 წელია ბაზარზე ოპერირებს.
„ეს თარიღი მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნეთ მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელთაგან გამორჩეული იყო „აგროსფეროს საიუბილეო გათამაშება“. მის ფარგლებში ასობით პრიზი, მათ შორის ტრაქტორები და მოტობლოკები გათამაშდა, რაც ჩვენი წარმატებული წლის გვირგვინი იყო“, - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
„აგროსფერო“ აგრობიზნესში 2005 წლიდან ოპერირებს და დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომლის პორტფოლიოც აერთიანებს ფერმერებისთვის საჭირო პროდუქციის სრულ სპექტრს: დაწყებული სათესლე მასალით, მცენარეთა დაცვის საშუალებებითა და სასუქებით, დამთავრებული აგროინვენტარითა და მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით.
ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ქართველ ფერმერებს საქმიანობის განვითარებაში და გავუჩინოთ მოტივაცია, რათა მეტი ენთუზიაზმით ემსახურონ სოფლის მეურნეობას. გვჯერა, რომ საკუთარ მიწაზე მოყვანილი ხარისხიანი ქართული მოსავალი მათი კეთილდღეობისა და ფინანსური გარანტიის საფუძველია.
ჩვენი ურთიერთობა ფერმერებთან წმინდა წყლის პარტნიორობაა — ბაზარზე დაგროვილი 20-წლიანი გამოცდილებით ჩვენ მათთან ერთად ვიზრდებით. ჩვენ არა მხოლოდ პროდუქციას ვაწვდით, არამედ ვზრუნავთ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი — მათი შრომის გამარტივებაზე“, - ამბობს “აგროსფეროს” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
„აგროსფეროში“ მისული მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს ყველაფერს, რაც აგრონომიული კუთხით შეიძლება დასჭირდეს.
„თუმცა, ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალკვალიფიციური კონსულტაციაა. პროდუქტის ეფექტიანი გამოყენება, განსაკუთრებით როცა საქმე ქიმიურ საშუალებებს ან ტექნიკას ეხება, ცოდნას მოითხოვს. ჩვენი აგრონომები ეხმარებიან ფერმერებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოო ჯამში წარმატებულ შედეგზე აისახება“, - განმარტავს აკაკი ტოროტაძე.
„აგროსფერო“ საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-ზე მეტ წამყვან ევროპულ ბრენდს. მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან:
Bayer AG (გერმანია) — მცენარეთა დაცვა;
Yara (ნორვეგია) — მინერალური სასუქები;
CLAAS (გერმანია) — სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
DEKALB — მსოფლიო ლიდერი სიმინდის სათესლე მასალაში.
კომპანია ასევე თანამშრომლობს ჰოლანდიურ სათესლე კომპანიებთან და იტალიურ/გერმანულ აგრეგატების მწარმოებლებთან (Amazone, Lemken, Berti, Projet, Celli).
„გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი მიმართულებაა კვებისა და სასმელების ინდუსტრია: ვთანამშრომლობთ PALL-თან (საფილტრაციო სისტემები) და ფრანგულ კომპანია PELLENC-თან, რომელიც ღვინის ქარხნებს დანადგარებითა და საწარმოო ხაზებით ამარაგებს.
ქართული სოფლის მეურნეობა ჩვენს თვალწინ ვითარდება. კონკურენტული უპირატესობის მოპოვება დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე მიდგომების გარეშე. ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ ნიადაგის ლაბორატორიულ კვლევებს, რათა ზუსტად განსაზღვრონ ნიადაგის ნაყოფიერება და დაგეგმონ კვების სქემა. ეს მათ ეხმარებათ ხარჯების ოპტიმიზაციაში — შეიტანონ ზუსტად იმდენი ნივთიერება, რამდენიც მცენარეს სჭირდება, რითაც თავს არიდებენ ზედმეტ დანახარჯებს და გარემოს დაბინძურებას. ტექნიკის მიმართულებითაც დიდი ძვრებია: ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა PELLENC-ის ყურძნის ამღები კომბაინები — კახეთის რეგიონში უკვე 15-მდე ასეთი ერთეული მუშაობს, რაც რთველის პროცესს რევოლუციურად ცვლის.
ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ ლოკაციაზე: ბრენდირებული ფილიალები თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში, ხოლო პარტნიორი ქსელები — დანარჩენ რეგიონებში. ასევე, სრულად გამართულია ჩვენი ონლაინ მაღაზია agrosphere.ge, რომელიც პროდუქციის ადგილზე მიტანას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს“, - ამბობს “აგროსფეროს” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ტოროტაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
პირველი სეზონის გამოცდილება და სამომავლო გეგმები - როგორ ემზადება „წესის მამული“ ახალი სეზონისთვის
სხვა სიახლეები
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
09.05.2026.17:23
თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა.
ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.
მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში.
კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.
თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.
აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.