სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორად ნინო ჩადუნელი დაინიშნა
სს ‘ლიბერთი ბანკის’ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე ნინო ჩადუნელი დაინიშნა.
ნინო ჩადუნელი საბანკო სფეროს პროფესიონალია, რომელსაც ფინანსურ სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილებააქვს. ლიბერთის გუნდში შემოერთებამდე, ნინო იკავებდა საცალო საბანკო მიმართულებით ლიდერულ პოზიციებს ‘თიბისი’-ში. ნინო ჩადუნელი ბოლო წლებში პასუხისმგებელი იყო თიბისი ბანკის უზრუნველყოფილი სესხების ბიზნეს მიმართულებაზე.
„მოხარული ვარ, რომ ნინო შემოუერთდა ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს. მისი გამოცდილება საცალო საბანკომიმართულებით ბანკისთვის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი აქტივი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინო თავისიცოდნითა და ხედვით ლიბერთის უნივერსალიზაციის გზაზე, სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში მნიშვნელოვანწვლილს შეიტანს.“ – ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.
„ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის გუნდში შემოერთება. ლიბერთის გააჩნია უმსხვილესი და უნიკალური ქსელი, რაც უზრუნველყოფს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა კუთხეში, სხვადასხვა სეგმენტისთვის. განვითარებული ქსელი კი თავისთავად კარგი პლაცდარმია ახალი, მასშტაბური და საინტერესო ინიციატივებისთვის. მომხმარებლების მოლოდინები დღეს განსაკუთრებით დინამიურია – მათ ტრადიციულ საბანკო სერვისებთან ერთადახალი, მათზე მორგებული გამოცდილებები ესაჭიროებათ.
ჩვენი მიზანია, ფართო აუდიტორიისთვის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება, ე.წ client centric ფილოსოფიის მუდმივ რეჟიმში განვითარება და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება - რაც თავის მხრივ საწინდარია ლიბერთის საცალო სეგმენტის ბოლო ორი წლის მზარდი ტენდენციების გასავითარებლად და ახალ საფეხურზე გადასაყვანად.“– ნინოჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
სხვა სიახლეები
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად
20.11.2026.18:23
5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.
ღონისძიების დეტალები: