მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

„სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება

news image
mbc image

„სტარბაქსი" საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქს"-ის გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

„სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„სტარბაქს"-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

Saleh Alshaya, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი Alshaya Group-ში:
„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს" წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქს"-ის მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში."

Duncan Moir, „სტარბაქს"-ის პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:
„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით."

მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი:
„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქს"-ის ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი - საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას."

ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას, როგორიც სტარბაქსია. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის", არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში".

ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით."სტარბაქს"-ის საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას".

Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქს"-ის 2,000 მაღაზიაა.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საცხენოსნო ტურები, ინფრასტრუქტურული განახლება და გაფართოების გეგმები - რა სიახლეებს სთავაზობს Guest House Ardoti ვიზიტორებს

08.06.2026.14:00

ხევსურეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti ოპერირებას ანახლებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.

„განვაახლეთ ოპერირება, დავამატეთ საცხენოსნო ტურები და შევიძინეთ რამდენიმე ცხენი. ამ ეტაპზე ოთახების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა ეზოში ინფრასტრუქტურული ცვლილებები განვახორციელეთ - მოვაწყვეთ მცირე ტერასა. სამომავლოდ ვგეგმავთ დამატებითი საძინებლის აშენებას. ამჟამად, 30 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს, ხოლო ახალი ოთახების დამატების შემდეგ 34 სტუმრის განთავსებას შევძლებთ“,- აცხადებს ლევან არდოტელი.

სასტუმროში ჯავშნების მხრივ ვითარება სტაბილურია.

„ჯავშნების კუთხით ვითარება სტაბილურია. კარგ სეზონს ველოდებით, დადებითი მოლოდინები გვაქვს.

ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია. ახალგაზრდების ნაკლებობის გამო სამუშაოებს თავად ვასრულებთ, ხოლო შიდა პროცესებში რამდენიმე დაქირავებული თანამშრომელი გვეხმარება.

საცხენოსნო ტურების მიმართულებას წელს დავაკვირდებით და თუ შედეგი დადებითი იქნება, მომავალ წელს უკვე დამატებითი თანამშრომლის ჩართვასაც განვიხილავთ.

გარდა ტურისტული მიმართულებისა, აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც - მივდევთ მესაქონლეობას, მოგვყავს ბოსტნეული და წელს მცირე სათბურის მოწყობასაც ვგეგმავთ. ამასთან, აქტიურად ვუვლით ფუტკრის 15 ოჯახს“,- აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა