მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

,,სტარბაქსის” შემოსვლას საქართველოს ბაზარზე ექნება გადამდები ეფექტი ტურიზმის მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ქართულ ბაზარზე შემოსვლა ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა “სტარბაქსის” ჯგუფისგან , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო.

„ქართულ ბაზარზე შემოსვლა ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა „სტარბაქსის“ ჯგუფის მხრიდან. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი - როგორც მიმდინარე გლობალური ვითარების, ისე წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულია.

რა თქმა უნდა, ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ადგილი ყავის დასალევად, ეს არის გლობალური ბრენდი, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებასთანაა დაკავშირებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ წლების განმავლობაში შეძლო ჩამოეყალიბებინა საკუთარი თავი, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესის გაფართოების მიმართულება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სტატუსი არ იქმნება ერთჯერადი გადაწყვეტილებებით, არც ერთი კონკრეტული კანონის მიღებით და არც ერთი რეგულაციით. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული პროცესის შედეგი, რომელმაც საბოლოოდ გაამყარა ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ბიზნესის რუკაზე.

ამას, რა თქმა უნდა, ექნება„გადამდები ეფექტი“, როგორც ამ დარგში, ისე თავად ჰორეკა სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

კიდევ ერთი მასშტაბური გლობალური ბრენდის გამოჩენა საქართველოს რუკაზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას როგორც ინვესტორებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შედეგად, ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალი ინვესტიციების შემოსვლას, ისე ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო დონეზე, როგორც საინტერესო და პერსპექტიული მიმართულების “, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს

12.06.2026.18:00

Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?

Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?

ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?

დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.

რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.

ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა