მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

სტრატეგია, რომელიც დროს უსწრებს - Belle Maison-ის ბიზნესხედვა

news image
mbc image

თანამედროვე სამყაროში საცხოვრებელი სივრცის კონცეფცია სრულიად შეიცვალა - ის აღარ არის მხოლოდ სახლი, არამედ პერსონალური სივრცე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას, ემოციურ ფონსა და ცხოვრების სტილს განსაზღვრავს. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება Belle Maison - კონცეპტუალური შოურუმი, სადაც ესთეტიკა, ინოვაცია, უმაღლესი ხარისხი და კომფორტი ერთიანდება.

როგორ ვითარდება ქართული ბაზრის გემოვნება, რა ქმნის უნიკალურ სამომხმარებლო გამოცდილებას და რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც
Belle Maison ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში ქმნის? ამ თემებზე კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Belle Maison-ის იდეა თავიდანვე სცდებოდა სტანდარტული შოურუმის კონცეფციას. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ერთიანი, სრულყოფილი ეკოსისტემა, სადაც ადამიანი სახლის მოწყობის სრულ ციკლს გაივლიდა.

დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ კლასის პროდუქციის სრულ სპექტრს: სანტექნიკა, რადიატორები და საშრობები, კერამიკული ფილა, პარკეტი, ავეჯი, სამზარეულო, კარი, დეკორატიული და არქიტექტორული სანათები, საღებავები და დეკორატიული ლესვა.

დღეს Belle Maison-ში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი საკულტო ბრენდები, რომლებიც გლობალურ ტრენდებს ქმნიან: Rimadesio, Flexform, Baxter, Flou, Gubi, Porro, Valcucine, Scavolini, Iris Ceramica Group, Gessi, Antonio Lupi, Villeroy & Boch, Dornbracht, Antrax It, Zehnder, Listone Giordano, Scheucher Parkett, Davide Groppi, Giopato & Coombes, Louis Poulsen, Vibia, Lee Broom, Fontana Arte, Oluce, Nemo, Oikos Paints და სხვა.

ეს არ არის უბრალოდ სახელები, ეს არის ისტორია და ხელოვნება ჩვენი მომხმარებლის სახლში.

ინოვაციების დანერგვა და პრემიუმ ბრენდების ერთ სივრცეში გაერთიანება კონკრეტულ მიზანს ემსახურება: Belle Maison მომხმარებელს სისტემურ მიდგომას სთავაზობს, სადაც შესაძლებელია ყველა იდეის ერთ კონცეფციად გაერთიანება და თითოეული ჩანაფიქრის თანმიმდევრულად განხორციელება. აქ მომხმარებლები ირჩევენ საუკეთესო ბრენდების საუკეთესო პროდუქციას. სწორედ ეს არის Belle Maison-ის მთავარი ფილოსოფია და ცხოვრების სტილი, რასაც ჩვენ Live Gracefully-ს ვუწოდებთ.

კომპანიის ისტორია 2011 წელს, Villeroy & Boch-ის პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნით დაიწყო. მას შემდეგ ჩვენი განვითარება მუდმივად უსწრებს ბაზრის მოთხოვნებს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ საქართველოში დიდი ფორმატის (300×150 სმ-მდე) კერამიკული ფილები სტანდარტი პირველებმა სწორედ ჩვენ დავნერგეთ.

შემდგომ ეტაპზე Belle Maison-მა ავეჯისა და სამზარეულოს პრემიუმ ბრენდების: Baxter - ის, Flexform - ის, Valcucine - ს, Rimadesio -ს, Flou - ს ექსპოზიციები წარადგინა და მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა, პროდუქცია ადგილზე, კონცეპტუალურ სივრცეში დაეთვალიერებინა, შეხებოდა ტექსტურას, მოესინჯა და უკეთ წარმოედგინა მისი ინტეგრაცია საკუთარ ინტერიერში.

შერჩეული კოლექციების შეძენა შესაძლებელი გახდა როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ისე ყოველგვარი დამატებითი ლოდინის გარეშე - პირდაპირ ადგილიდან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით? როგორია ტენდენცია?

თუ ბოლო ათწლეულის დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბაზარზე ტრანსფორმაცია რადიკალურია. წლების წინ მომხმარებლის მთავარი ორიენტირი, ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იყო. დღეს კი საზოგადოების ხედვა შეიცვალა - ინტერიერის მოწყობა აღიქმება არა როგორც ერთჯერადი ხარჯი, არამედ როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარ კომფორტში, ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხში.

ეს ცვლილება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ურბანულ განვითარებასთან. ქართულ სივრცეში სულ უფრო მეტი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, ვილა, მაღალი დონის სასტუმრო თუ რესტორანი ჩნდება. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ხედავს და ეჩვევა დახვეწილ, ერგონომიულ და თანამედროვე არქიტექტურულ სივრცეებს, მას უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ მსგავსი ჰარმონია საკუთარ სახლშიც გადმოიტანოს. მით უმეტეს, რომ საკუთარი საცხოვრებლის შეძენა და მოწყობა ადამიანის ცხოვრებაში იშვიათი, მნიშვნელოვანი მოვლენაა და უმეტესწილად, მრავალწლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. როდესაც საქმე ამხელა ძალისხმევის ფასად შექმნილ სივრცეს ეხება, კომპრომისზე წასვლა აღარავის სურს.

შესაბამისად, დროებითი, საშუალო თუ დაბალხარისხიანი ალტერნატივების მიმართ ინტერესი მცირდება და იზრდება მოთხოვნა ორიგინალურ, ბრენდირებულ პროდუქციაზე, რომელიც დროს უძლებს და წლების განმავლობაში ინარჩუნებს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ღირებულებას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა რისკის გაწევის უნარი და ხედვის მასშტაბურობაა.

Belle Maison არასდროს მიჰყვება მხოლოდ არსებულ ტრენდებს - ჩვენ ვცდილობთ, თავად შევქმნათ ისინი. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა იმის მიხედვით, თუ რაზეა დღეს მოთხოვნა, არამედ ვაანალიზებთ, რა იქნება აქტუალური მომავალში. ამგვარი სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ვიყოთ ინდუსტრიის მოწინავე პოზიციებზე.

გარდა ამისა, ჩვენთვის პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ჩვენ ვყიდით გამოცდილებას. მომხმარებელი, რომელიც ჩვენს სივრცეში შემოდის, ხვდება პროფესიონალთა გუნდს - მათ ვისაც, სიღრმისეული ცოდნა და დახვეწილი ხედვა უმაგრებს ზურგს. ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს გავუმარტივოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და უზრუნველვყოთ, რომ მათი საბოლოო არჩევანი უნაკლო იყოს.

მესამე და ძალიან პრაქტიკული უპირატესობა პროდუქციის მასშტაბური მარაგებია. პრემიუმ სეგმენტში პროდუქციის შეძენა ხშირად თვეობით ლოდინთან ასოცირდება. 

Belle Maison-ში შევცვალეთ ეს მოცემულობა - ვფლობთ მაღალი ხარისხის პროდუქციის მასშტაბურ მარაგებს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია (სანტექნიკა, პარკეტი, კერამიკული ფილა, ავეჯი, განათება, საღებავები თუ სხვა) ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ადგილიდან შეიძინოს. მსგავსი მიდგომით ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით მომხმარებლის დროს და მათ უმაღლესი სტანდარტის კომფორტს ვუქმნით. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი საპროექტო მიმართულებაც, სადაც ბელ მეზონი პარტნიორებს მრავალფეროვან არჩევანსა და მოქნილ საპროექტო პირობებს სთავაზობს. ეს შესაძლებლობას ქმნის, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ სხვადასხვა სტილისა და სეგმენტის პროდუქცია და პროექტის საჭიროებებს ეფექტურად მოარგონ როგორც ვიზუალური, ისე ბიუჯეტური გადაწყვეტილებები.

როგორია Belle Maison-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ლიდერის პოზიცია ავტომატურად ნიშნავს მუდმივ მოძრაობას და სიახლეების ძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ დავჯერდეთ მიღწეულს, არ გავჩერდეთ და მომხმარებელს ყოველთვის შევთავაზოთ სიახლეები სრულყოფილი ინტერიერის შესაქმნელად.

სწორედ ამ უწყვეტი განვითარების ნაწილია ჩვენი უახლესი პროექტი - 2025 წლის დეკემბერში Belle Maison-ს დაემატა ახალი, უმნიშვნელოვანესი მიმართულება. საზეიმოდ გავხსენით იტალიური პრემიუმ ბრენდის, Oikos Paint-ის საღებავებისა და დეკორატიული ლესვის ოფიციალური შოურუმი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ინტერიერის დიზაინის ყველა ასპექტი უმაღლეს დონეზე იყოს ჩვენთან წარმოდგენილი.

რაც შეეხება მომავალს, ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე ახალ, საკმაოდ ამბიციურ პროექტზე. დეტალებს ჯერჯერობით არ ვახმაურებთ, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს სიახლეები კიდევ ერთხელ გადაატრიალებს ბაზარზე არსებულ წარმოდგენებს და ჩვენს მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს

06.07.2026.18:48

„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.

მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა