Student Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი
სტუდენტებისთვის საკუთარი ფინანსების მარტივად და ეფექტურად სამართავად, დანაზოგების შექმნის საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს ბანკი სტუდენტური ბარათის მფლობელებს სხვადასხვა შესაძლებლობას მუდმივად სთავაზობს.
ახალი შეთავაზების ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას. (ინიციატივის ფარგლებში, Student Card-ის მფლობელებს ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაერიცხებათ).
PLUS ქულების გადაცვლა 10 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაშია შესაძლებელი.
PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები კონკრეტული კამპანიების და შეთავაზებების ფარგლებში პერიოდულად ფასდაკლებებსაც და სპეციალურ შეთავაზებებსაც მიიღებენ.
სტუდენტური ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაგროვდება განურჩევლად ლოიალურობის სტატუსისა, რომელიც ბანკის მომხმარებლებისთვის არსებობს.
ამასთან, Student Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დამატებითი შეთავაზებებით:
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი აქვს ან არის 18-23 წლის.
სხვა სიახლეები
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
22.05.2026.16:57
18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.
სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.
სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.