მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს

news image
mbc image

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, „სტუდია 9“  რუსთავის, თელავისა და წყალტუბოს ახალი საფეხბურთო სტადიონების პროექტებზე მუშაობს. სამივე სტადიონი საერთაშორისო სპორტული სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდება და თითოეული ქალაქის არქიტექტურულ ხასიათსა და ურბანულ გარემოს მოერგება.

„სტუდია 9“, რომლის კრეატიული დირექტორი მამუკა ჩხაიძეა, პროექტებზე ნიდერლანდურ კომპანია The Stadium Consultancy-სთან თანამშრომლობს. საპროექტო მომსახურება UEFA-ს ინფრასტრუქტურული მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს და მოიცავს არქიტექტურული, ფუნქციური და საინჟინრო გადაწყვეტილებების კოორდინაციას, მაყურებელთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების ორგანიზებას, თანამედროვე განათებისა და სხვა ტექნიკური სისტემების დაგეგმვას.

რუსთავის სტადიონი

რუსთავში, ისტორიული სტადიონის - „ფოლადის“ ტერიტორიაზე, თითქმის ხუთ ჰექტარზე ახალი საფეხბურთო არენა უნდა განთავსდეს. სტადიონი 8 000 მაყურებელს დაიტევს და UEFA-ს IV კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად დაპროექტდება.

სტადიონის არქიტექტურული კონცეფცია თანამედროვე, მსუბუქი ფორმებით გამოირჩევა. თეთრი ფასადი და წვრილი საყრდენი სვეტები შენობას ვიზუალურ სიმსუბუქეს შესძენს და მიმდებარე პარკთან კავშირს შეინარჩუნებს.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია საფეხმავლო ხიდი, რომელიც სტადიონსა და რუსთავის თეატრს პარკთან დააკავშირებს. ამგვარად, ახალი სტადიონი არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩების ჩატარებას, არამედ ქალაქის ყოველდღიური საზოგადოებრივი სივრცის განვითარებასაც მოემსახურება.

თელავის სტადიონი

თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის სრული განახლებაა გათვალისწინებული. ახალი არენა 5 000 მაყურებელს დაიტევს და UEFA-ს III კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად დაპროექტდება.

არქიტექტურული კონცეფცია ადგილობრივ რელიეფსა და კახეთის ლანდშაფტს ეფუძნება. ტრიბუნები დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს განთავსდება, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ღია დარჩება, რაც ბუნებრივი ხედების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

პროექტის გამორჩეული ელემენტია ტრიბუნების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიონის პანორამული ხედები გამოჩნდება. სტადიონის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი სივრცეები, სკვერი გივი ჩოხელის ქანდაკებითა და სპორტული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს სტადიონი

წყალტუბოში, არსებული ამორტიზებული სტადიონის ტერიტორიაზე, 6 100 მაყურებელზე გათვლილი ახალი საფეხბურთო არენა უნდა განთავსდეს. სტადიონი UEFA-ს III კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად დაპროექტდება.

არქიტექტურული კონცეფცია წყალტუბოს ისტორიული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თაღოვანი ფორმების თანამედროვე ინტერპრეტაციას ეფუძნება. შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა ითვალისწინებს ქალაქის იდენტობის შენარჩუნებასა და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს.

საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ტერიტორიის სამომავლო განვითარებისთვის განსაზღვრულია პადელის კორტების, სპორტული დარბაზისა და კომერციული სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა.

სამი ქალაქი - ერთიანი საპროექტო ხედვა

რუსთავის, თელავისა და წყალტუბოს სტადიონები განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციებით გამოირჩევა. რუსთავში აქცენტი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ურბანულ გარემოსთან ინტეგრაციაზე კეთდება, თელავში - ბუნებრივი რელიეფისა და კახეთის ლანდშაფტის გათვალისწინებაზე, ხოლო წყალტუბოში - ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების განვითარების შესაძლებლობაზე.

მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, სამივე პროექტს საერთო ხედვა აერთიანებს - საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ფუნქციური და საინჟინრო გადაწყვეტილებების კოორდინაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

ამ პროექტებზე მუშაობა „სტუდია 9“-ის კომპლექსური არქიტექტურული სერვისის მნიშვნელოვანი ნაწილია და ასახავს კომპანიის მიდგომას, რომელიც თანამედროვე არქიტექტურულ და ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული ქალაქის ინდივიდუალურ ხასიათთან აერთიანებს.

Info@studio9.ge | +995 595 990 077

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს

13.11.2026.13:30

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა