მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია

news image
mbc image

31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, სტუდიო ლიბერთის პარტნიორობით, საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი - Tbilisi Gastro Week 2026 გაიმართება.

საიუბილეო, მეხუთე სეზონს პროექტი განსაკუთრებული მასშტაბით ატარებს და მსოფლიოს წამყვან შეფმზარეულებს, სომელიეებს, გასტრონომიის ექსპერტებსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის განვითარება და ქართული პროდუქტისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია.

წელს, ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირდება გასტრონომიის, ღვინის კულტურისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებზე. საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, მათ შორის, პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორს ფლორიან გიოტოს (Florian Guilloteau), რომელიც ქართველ სომელიე ანნა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებსა და სპეციალურ ვახშმებს გაუძღვება.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული კულინარიის ლეგენდა, Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel), რომელიც რესტორან „ოსტიგანში“ Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელ შეფ სტეფან გორტინასთან ერთად ექსკლუზიურ ვახშამს გამართავს. 7 ივნისს ფესტივალს დახურავს “Gucci Osteria” ცნობილი, მიშლენის ვარსკვლავოსანი, იაპონელი შეფი ტაკაჰიკო კონდო. 

კვირეულის ფარგლებში გაიმართება:

  • საიუბილეო გალა-გახსნა;
  • საერთაშორისო Four Hands Dinner;
  • გასტრონომიული ტური კახეთში;
  • თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი;
  • სპეციალური გალა და დახურვის ვახშმები საერთაშორისო შეფების მონაწილეობით.

სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, საიუბილეო სეზონის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვან შეფებთან, კულინარიული მასტერკლასები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებები, რომლებიც Tbilisi Gastro Week 2026-ს კიდევ უფრო მასშტაბურ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცევს.

ვახშმებზე ადგილების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია და ლიმიტირებული 

https://tkt.ge/show/33626/tbilisi-gastro-week-2026

მხოლოდ სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის, Tbilisi Gastro Week-ის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი.

გახდი სტუდიოს წევრი - https://tinyurl.com/29vyns4z

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულება და პირველი მრავალფუნქციური სივრცეა საქართველოში, რომელიც პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზეა შექმნილი. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პერსონალური ბანკირის მხარდაჭერა, საბანკო თუ Lifestyle პროდუქტების ექსკლუზიური შეთავაზებები და უმაღლესი კლასის საბანკო მომსახურება როგორც ინდივიდუალური, ისე საქმიანი ფინანსების სამართავად.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად

20.11.2026.18:23

5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.

პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.

ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.

პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 5 დეკემბერი
  • მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118
  • 17:00 - სტუმრების მიღება
  • 17:30 - m²-ის ექვსი ახალი პროექტის პრეზენტაცია
  • 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია
  • 19:00 - გათამაშება
  • 20:00 მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა