სტუმრების რაოდენობა შეგვიმცირდა, ჯავშნები გავაუქმეთ - „შატო ატენი“
ატენის ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინოს მწარმოებელი სოსო ვანიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ერთ თვეში „შატო ატენის“ ტერიტორიაზე კიდევ ორი კოტეჯის მშენებლობა დასრულდება და სამომავლოდ კიდევ 3 კოტეჯის დამატება სურს.
მცირე მარნის მფლობელის თქმით კოტეჯების გაქირავება პარალელური ბიზნესია, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს.
„2023 წელს სტუმრების 90% უცხოელები იყვნენ, უმეტესად გერმანიიდან. შატო ატენისთვის დატვირთული პერიოდი მაისიდან იწყება და შემდეგი 6 თვე გრძელდება და თებერვალში რამდენიმე ვიზიტორი გვყავდა. 2022 წელთან შედარებით სტუმრების რაოდენობა შეგვიმცირდა და მოგვიწია ჯავშნების გაუქმება, რაც სავარაუდოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, კერძოდ რუსეთ უკრაინის ომისა და ისრაელში განვითარებული მოვლენებს უკავშირდება“, - ამბობს სოსო ვანიშვილი.
რაც შეეხება „შატო ატენის“ კონკურენტულ უპირატესობას, კოტეჯებიდან იშლება ულამაზესი ხედი. როგორც სოსო ვანიშვილი ამბობს, შატოს ტერიტორიაზე გაიხსნა სარესტორნო სივრცე, სადაც სტუმრებს გემრიელი კერძებისა და უნიკალური ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ.
ცნობისთვის, ,,შატო ატენი" გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.