სუბურბანულ საცხოვრებელზე მოთხოვნა იზრდება - Saguramo Hills ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე
Saguramo Hills-ის საცხოვრებელი პროექტი დასკვნით ეტაპზეა - 22 ვილიდან გაყიდვაში მხოლოდ ოთხი დარჩა. პროექტის მიმართ მაღალი ინტერესი სუბურბანულ საცხოვრებელზე მზარდ მოთხოვნას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მიმდინარე სიახლეების, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Saguramo Hills-ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია ესაუბრა.
რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Saguramo Hills-ს და რა მიმართულებებზე მუშაობთ ყველაზე აქტიურად?
ამ ეტაპზე Saguramo Hills-ის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ჯამში 22 ვილიდან გაყიდვაში მხოლოდ 4 ვილა დარჩა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მიმართ მაღალ ინტერესსა და მოთხოვნას.
აქტიურად ვმუშაობთ დარჩენილი ვილების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე - ისინი ეტაპობრივად შავი კარკასის მდგომარეობიდან თეთრი კარკასის კონდიციამდე გადაგვყავს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო კომფორტული და მზა საცხოვრებელი გადაწყვეტა.
პარალელურად, უკვე გაყიდულ ვილებში ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მფლობელმა მიიღოს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი, ხოლო მთლიანმა დასახლებამ ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე, ჰარმონიული და სრულად ფუნქციური სუბურბანული სივრცე.

როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელთა მოთხოვნა და რა ძირითად ტენდენციებს აკვირდებით?
ბოლო წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებელთა პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე მთავარი ყურადღება მხოლოდ საცხოვრებელი ფართისა და ფასისკენ იყო მიმართული, დღეს მყიდველები სულ უფრო მეტად აფასებენ ცხოვრების ხარისხს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, უსაფრთხოებასა და კომფორტს.
განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სუბურბანულ დასახლებებზე, რომლებიც ქალაქთან სიახლოვესთან ერთად ბუნებასთან ჰარმონიულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია გამწვანებული გარემო, სუფთა ჰაერი, კერძო ეზო, პანორამული ხედები და ისეთი სივრცე, სადაც ოჯახთან ერთად მშვიდ და ჯანსაღ გარემოში იცხოვრებენ.
სწორედ ამ ტენდენციებს პასუხობს Saguramo Hills. ჩვენი პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, მაღალხარისხიან მშენებლობასა და ბუნებრივ გარემოს, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც მუდმივი საცხოვრებლის, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის. დღეს მომხმარებლები უძრავ ქონებაში მხოლოდ სახლს აღარ ყიდულობენ - ისინი ირჩევენ ცხოვრების სტილს, და სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომლისკენაც ბაზარი სულ უფრო აქტიურად ვითარდება.

რა პროექტები მიმდინარეობს ამჟამად Saguramo Hills-ის ფარგლებში? იგეგმება თუ არა ახალი ფაზების, საცხოვრებელი სივრცეების ან სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების განვითარება?
ამჟამად Saguramo Hills-ში აქტიურად მიმდინარეობს დასრულებული ვილების სარემონტო და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულ სახლებში მფლობელების მოთხოვნებისა და ინდივიდუალური დიზაინის შესაბამისად სრულდება სარემონტო პროცესები.
პარალელურად, დარჩენილ გასაყიდ ვილებზე მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ისინი შავი კარკასის მდგომარეობიდან თეთრი კარკასის კონდიციამდე გადავიყვანოთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, მაქსიმალურად კომფორტული და საცხოვრებლად მზადყოფნასთან მიახლოებული პროდუქტი.
ყურადღებას ვუთმობთ როგორც მშენებლობის ხარისხს, ისე მთლიანად დასახლების იერსახესა და კეთილმოწყობას, რათა Saguramo Hills ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მშვიდ და სრულფასოვან სუბურბანულ საცხოვრებელ გარემოდ.

რა სტრატეგიულ მიმართულებებსა და პროექტებზე იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი უახლოეს პერიოდში? შეიძლება თუ არა ახალი პროექტების ან ლოკაციების დამატებასაც ველოდოთ?
Saguramo Hills წარმატებით ახორციელებს მიმდინარე პროექტს და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსია არსებული ლოკაციის სრულყოფილი განვითარება და გაყიდვების გაძლიერება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი საცხოვრებელი არჩევანი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ საჭიროებებს, ცხოვრების სტილსა და მოლოდინებს.
Saguramo Hills ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა მაღალი ხარისხის მშენებლობა, თანამედროვე არქიტექტურა, კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება. სწორედ ეს პრინციპები ქმნის პროექტის გამორჩეულობას და უზრუნველყოფს მის გრძელვადიან ღირებულებას.

სხვა სიახლეები
კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე მუშაობის მასშტაბები - „ტასჰაბის“ დამფუძნებელი
25.08.2026.18:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.
ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.
ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.
პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.
ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.
და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.
პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.
ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.
როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.
ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.
ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.