მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Subway სითი მოლშია - ბაზისბანკთან პარტნიორობით Subway-ს 25-ე ფილიალი გაიხსნა

news image
mbc image

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ვისოლ ჯგუფმა სავაჭრო ცენტრ სითი მოლში, სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის გლობალური ლიდერის, Subway-ს ამერიკული რესტორანი გახსნა. ბაზისბანკთან პარტნიორობით Subway-ს ახლადგახსნილი რესტორანი უკვე რიგით 25-ე ობიექტია, ხოლო საქართველოს მასშტაბით Subway ჯამში 28 ფილიალით არის წარმოდგენილი.

Subway International BV-სთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების ფარგლებში, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი საქართველოში Subway-ს 80 რესტორანს გახსნის.

Subway-ს ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობს, ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურად აწყობილ სენდვიჩებსა და პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებს. ბრენდის მთავარი მიზანია, სტუმრობა აქციოს სასიამოვნო გამოცდილებად მათთვის, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს. 

„ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას მრავალი წელია უზრუნველყოფს. Subway ბუნებრივი არჩევანია ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ჯანსაღ, მსუბუქ, სწრაფ, მაგრამ გამორჩეულად ხარისხიან საკვებს. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარი თავად ქმნის საკუთარ კომბინაციას, რომელიც ზუსტად მის გემოვნებას შეესაბამება. სწორედ ამ თავისუფლებისა და მუდმივად ახალი გამოცდილების გამო არის Subway უნიკალური სწრაფი კვების ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია Subway საქართველოში იყოს ბრენდი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან და უყვართ. Subway-ის კონცეფცია - ყოველ დღე ახალი - ზუსტად პასუხობს ადგილობრივ მოლოდინებსა და სურვილებს.“ - აცხადებს Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გვეტაძე. 

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერაში, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მოხარული ვართ, რომ ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობით წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ, რაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და Subway-ს მსოფლიოში ცნობილი რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ხელმისაწვდომი.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

Subway-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა