მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

სუხიშვილები, “ცეკვაში თქმულნი“ - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

news image
mbc image

ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა. ის ადამიანების ხასიათში, ყოველდღიურობაში, შრომაში, თამაშში, სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვაში იბადებოდა. სწორედ ამიტომ, როდესაც სცენაზე სუხიშვილები გამოდიან, მაყურებელი მხოლოდ მოძრაობებს არ უყურებს, ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.

ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ერთ დღეში არ შექმნილა. ათწლეულების განმავლობაში ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე შემოიარეს, საგულდაგულოდ შეისწავლეს ფოლკლორი, მოძრაობები, ხასიათი, სამოსი და ტრადიციები, რათა სცენაზე მთელი თავისი მრავალფეროვნებით გადმოეტანათ ქართული სული. თითოეულ დადგმაში იგრძნობა მთის სიმტკიცე, ზღვისპირეთის ცეცხლოვანი ტემპერამენტი, მებრძოლი ხასიათი და ის შინაგანი ღირსება, რომელიც ქართველობას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა.

ასეთ საზოგადო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო და ძლიერი მოკავშირის ყოლას. სუხიშვილების შეუჩერებელი მოძრაობის სპონსორი კი, უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკია. თანამოაზრე, რომლის ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას, მუდმივ განახლებას, ინოვაციისკენ სწრაფვასა და არ გაჩერებას. სწორედ ამ საერთო ხედვამ აქცია საქართველოს ბანკი სუხიშვილების წარმატების განუყოფელ ნაწილად.

"სუხიშვილების" ცეკვა საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალურ ხასიათს ინახავს და მოძრაობად ქცეულ ტრადიციას მსოფლიოს აცნობს. შესაბამისად, "სუხიშვილები" არის საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”.

სუხიშვილების რეპერტუარი

სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება. თუმცა, ის, რაც დღეს კლასიკაა, მაშინ თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო, რის გამოც ანსამბლს მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მაგალითისთვის, “შეჯიბრი” - ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ის იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი და სალტოების გაკეთება უწევთ.

რაც შეეხება მთის ცეკვებს, როგორებიცაა: “ხანჯლური”, “სვანური” და “ხევსურული” განსხვავებული ხასიათით სრულდება. კერძოდ, “სვანური“ ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცეს და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით არის შთაგონებული, ხოლო ჩოხის თითოეული დეტალი სვანეთის მკაცრ ბუნებასა და რეგიონის გამორჩეულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ცეკვებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯუთა და ცდო, რომელიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
“ცდო“ მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, ხოლო “ჯუთა“ ხევსური ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები გაცილებით მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილია.

უახლოესი კომპოზიციებიდან, რომელიც სუხიშვილების მესამე თაობას ეკუთვნის გამორჩეულია “ნანილა” და “ჯარა”.

“ნანილას” შექმნის იდეა წამოვიდა ძველი სვანური იავნანადან. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, რომლებიც თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა.

ხოლო “ჯარა” ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად “ღია სცენა თაკარას” სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა, რომელიც “ცდოს” დადგმას მიყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია.

სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, განცდა და გამოცდილება დგას:

“ის შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ.“

სუხიშვილები - “ცეკვაში თქმულნი. საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა