მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სუხიშვილების ღია სცენა „თაკარა“ ახალი პროგრამით - „რეკონსტრუქცია“ ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO

news image
mbc image

საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი

20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ მაყურებელს „თაკარას“ ღია სცენაზე ახალ პროგრამას -„რეკონსტრუქცია“ წარუდგენს. განახლებული სივრცე, ახალი დადგმები და სპეციალურად ამ სეზონისთვის შექმნილი მუსიკა, ქორეოგრაფია და კოსტიუმები უკვე მესამე წელია „თაკარას“ ზაფხულის ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენად აქცევს.

ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა - ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ინახავს. 80 წელია, „სუხიშვილები“ ამ მემკვიდრეობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე აცოცხლებენ და ტრადიციას მუდმივად ახალ ფორმებს სძენენ. 

სწორედ ამ უწყვეტი განვითარების იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შექმნილი „თაკარა“ - სივრცე, სადაც კლასიკური ქართული ქორეოგრაფია თანამედროვე შემოქმედებით ძიებას ხვდება.

„თაკარა“ განსაკუთრებული ფორმატით გამოირჩევა - ახალ შემოქმედებით იდეებთან და ექსპერიმენტულ დადგმებთან ერთად ღია სივრცეში მაყურებელი წარმოდგენას მაქსიმალურად ახლოდან ადევნებს თვალს, რაც მოცეკვავეების ტექნიკის, სინქრონისა და ენერგიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და სცენასა და აუდიტორიას შორის არსებულ საზღვრებს ამცირებს.

წლევანდელი პროგრამა „რეკონსტრუქცია“ სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. სპეციალურად „თაკარასთვის“ შექმნილი ახალი დადგმები ტრადიციულ ქართულ ქორეოგრაფიას თანამედროვე მუსიკასთან, სცენურ გადაწყვეტებსა და ვიზუალურ ხელწერასთან აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს „სუხიშვილების“ მუდმივ სწრაფვას განვითარების, ექსპერიმენტისა და სიახლისკენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი მრავალი წელია „სუხიშვილების“ გენერალური სპონსორია და ანსამბლთან ერთად ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და იმ მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც ათწლეულებია ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოდ რჩება.

20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე „თაკარაზე“ გამართული წარმოდგენების ბილეთების შეძენას SOLO მომხმარებლები Biletebi.ge-სა და TKT.ge-ზე SOLO ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

"სუხიშვილები" - საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.

საქართველოს ბანკი - „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა