სუხიშვილების ღია სცენა „თაკარა“ ახალი პროგრამით - „რეკონსტრუქცია“ ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი
20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ მაყურებელს „თაკარას“ ღია სცენაზე ახალ პროგრამას -„რეკონსტრუქცია“ წარუდგენს. განახლებული სივრცე, ახალი დადგმები და სპეციალურად ამ სეზონისთვის შექმნილი მუსიკა, ქორეოგრაფია და კოსტიუმები უკვე მესამე წელია „თაკარას“ ზაფხულის ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენად აქცევს.
ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა - ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ინახავს. 80 წელია, „სუხიშვილები“ ამ მემკვიდრეობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე აცოცხლებენ და ტრადიციას მუდმივად ახალ ფორმებს სძენენ.
სწორედ ამ უწყვეტი განვითარების იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შექმნილი „თაკარა“ - სივრცე, სადაც კლასიკური ქართული ქორეოგრაფია თანამედროვე შემოქმედებით ძიებას ხვდება.
„თაკარა“ განსაკუთრებული ფორმატით გამოირჩევა - ახალ შემოქმედებით იდეებთან და ექსპერიმენტულ დადგმებთან ერთად ღია სივრცეში მაყურებელი წარმოდგენას მაქსიმალურად ახლოდან ადევნებს თვალს, რაც მოცეკვავეების ტექნიკის, სინქრონისა და ენერგიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და სცენასა და აუდიტორიას შორის არსებულ საზღვრებს ამცირებს.
წლევანდელი პროგრამა „რეკონსტრუქცია“ სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. სპეციალურად „თაკარასთვის“ შექმნილი ახალი დადგმები ტრადიციულ ქართულ ქორეოგრაფიას თანამედროვე მუსიკასთან, სცენურ გადაწყვეტებსა და ვიზუალურ ხელწერასთან აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს „სუხიშვილების“ მუდმივ სწრაფვას განვითარების, ექსპერიმენტისა და სიახლისკენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი მრავალი წელია „სუხიშვილების“ გენერალური სპონსორია და ანსამბლთან ერთად ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და იმ მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც ათწლეულებია ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოდ რჩება.
20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე „თაკარაზე“ გამართული წარმოდგენების ბილეთების შეძენას SOLO მომხმარებლები Biletebi.ge-სა და TKT.ge-ზე SOLO ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
"სუხიშვილები" - საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება.
საქართველოს ბანკი - „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
10.08.2026.18:17
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.
ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.