მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სუხიშვილების მუსიკა: რიტმი, რომელიც სცენას გასცდა- საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

news image
mbc image

ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, წლებია საქართველოს კულტურულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს არის ანსამბლი, რომელიც ძველისა და ახლის სინთეზით არ წყვეტს განვითარებას და ინარჩუნებს ნოვატორობას.

სწორედ ეს საერთო ღირებულებები აკავშირებს საქართველოს ბანკთან. სპონსორთან, რომელიც ნებისმიერ წამოწყებაში ანსამბლის ნომერ პირველი მხარდამჭერი და პარტნიორია.

სუხიშვილების თითოეული წარმოდგენა ერთგვარი დიალოგია ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. რევოლუციური სულისკვეთება და ინდივიდუალიზმი მუდმივად გასდევდა და გასდევს სუხიშვილების ისტორიას წარსულიდან დღემდე. 80 წლის შემდეგაც, მათი შემოქმედება ისევ ისეთი ამბიციური, ცოცხალი და მრავალფეროვანია, როგორც ანსამბლის დაარსების პირველ წლებში იყო.
სცენაზე ყველაფერი ჰარმონიაშია. დახვეწილ ქორეოგრაფიასა და ჰაეროვან, ფარფატა კოსტიუმებს ერწყმის მუსიკა, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც თავად ანსამბლი. ეს არის ხელოვნება, რომელიც არ ცნობს დროს, პირიქით როგორც ნამდვილ ლიდერს შეეფერება მუდმივად უსწრებს ეპოქას და ქმნის სრულიად ახალ რეალობას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სუხიშვილები განსაზღვრავენ ქართული ცეკვის მომავალ ტენდენციებს.

სუხიშვილების მუსიკას კი სრულიად ახალ განზომილებაში გადავყავართ. ყოველი რიტმი, ყოველი მელოდია თითქოს ცეკვის გაგრძელებაა. მუსიკალური კომპოზიციები, ტრადიციული ინსტრუმენტების თანამედროვე ჟღერადობას ერწყმის და ქმნის ენერგიას, რომელიც თითოეულ სმენელში გამორჩეულ ემოციებსა და მოგონებებს აღვიძებს.

ამიტომაც რა გასაკვირია, რომ საცეკვაო მუსიკა სცენას გასცდა. ის, რაც ოდესღაც მხოლოდ ცეკვას ასულდგმულებდა, დღეს მანქანაში, სეირნობისას, ყურსასმენებში, ცალკეულ ჰიტებად ისმინება. მაგალითად: „არტეფაქტები“, „კინტრიში“, „ნანილა“ და სხვა ჰიტები.

სანამ თანამედროვე მელოდიებამდე მივალთ, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ თავდაპირველად საცეკვაო მუსიკა როგორც ცალკეული ჟანრი არ არსებობდა. ვინაიდან, ის მხოლოდ ხალხურ ფესტივალებსა და თავშეყრის ადგილებში სრულდებოდა.

სწორედ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი იყვნენ ის ნოვატორები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეაგროვეს ტრადიციული ცეკვები და მელოდიები, შეისწავლეს თითოეული რიტმის, ტონალობისა და ინტონაციის თავისებურებები, და მათი სცენური ინტერპრეტაცია შექმნეს. სწორედ მათი ინოვაციური ხედვის წყალობით მივიღეთ სცენაზე სრული საცეკვაო მუსიკა, რომელიც არ არის მხოლოდ ფონური მელოდიები.

დღეს სუხიშვილებს მესამე თაობა ხელმძღვანელობს, უმცროსი ნინო და ილიკო სუხიშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ანსამბლის ტრადიციებს, ინარჩუნებენ ინოვაციურ ხედვას და შემოქმედებით სტილს.

ნინო სუხიშვილი პასუხისმგებელია კოსტიუმების შექმნაზე. ხოლო ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობს ქორეოგრაფიასა და მუსიკას. ილიკოს ხელმძღვანელობით მოქმედი სუხიშვილების ბენდისთვის დამახასიათებელია, უწყვეტი დინამიკა, რიტმის სიზუსტე და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება. აღსანიშნავია, რომ თითოეული კომპოზიცია იქმნება სცენაზე, ხშირად ცეკვის პროცესის პარალელურადაც კი.

ილიკო სუხიშვილის ბენდი იყო პირველი, ვინც ქართულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ელექტრონულ მუსიკაზე ააცეკვა. მაყურებელი, რომელიც ერთი შეხედვით უკვე მიჩვეული იყო ანსამბლის მუდმივ ექსპერიმენტებსა და ქართული ფოლკლორის რეინტერპრეტაციებს, ელექტრონულმა მუსიკამ გაანაწყენა. თუმცა ცვლილების მოყვარულ ბრენდად ქცეული ანსამბლისთვის კრიტიკის ქარცეცხლი უცხო არასდროს ყოფილა, შესაბამისად, განაგრძეს ექსპერიმენტი. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გაამართლა: ელექტრონულმა მუსიკამ ახალი ენერგია,თანამედროვე ჟღერადობა და განსახვავებული სტილი შესძინა დასს.

სუხიშვილების შემოქმედებაში ექსპერიმენტებს გამორჩეული ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ღია სცენა “თაკარა“, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. სრულიად განსხვავებული კონცეფციის თაკარა, მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა „თაკარასთვის“ და კონკრეტული სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი, ზოგიერთი ცეკვა, საკონცერტო პროგრამის ნაწილი ხდება.

სუხიშვილების შემოქმედება გვაჩვენებს, რომ ქართული ცეკვა და მუსიკა არასდროს ჩერდება და მუდმივად ვითარდება. ბრენდად ქცეული ანსამბლი კი არ თმობს ლიდერობას, 80 წლის შემდეგაც განსაზღვრავს ქართული სცენის მომავალს, აერთიანებენ ტრადიციას, სიახლეს და შემოქმედებით სიდიადეს.

ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა