სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ფაროვდება
სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" დიდ დიღომშიც გაიხსნება. როგორც Business Insider Georgia-ს „ფრესკოში“ განუცხადეს, ფილიალის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და „ფრესკო“ მეფე მირიანის 28-ში წლის ბოლომდე გაიხსნება.
სუპერმარკეტების ქსელის პოლიტიკის მიხედვით, „ფრესკო“ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებზე იხსნება და მისი მენეჯმენტი ქსელის გაფართოებისთვის ნაქირავებ, ან იჯარით აღებულ ფართებს არ იყენებს.
„მალე, დიდ დიღომში, მეფე მირიანის #28-ში, ფრესკოს მე-10 სუპერმარკეტი გაიხსნება, რომლის საერთო ფართობი 5000კვ.მ-ს იკავებს.
სულ რამდენიმე თვეში, ფრესკოს ახალ სუპერმარკეტში, ჩვენს მომხმარებლებს ტრადიციულად შევთავაზებთ:
24 საათიან მომსახურებას
მრავალფეროვან ასორტიმენტს
მიწისქვეშა პარკინგს
უგემრიელეს მზა კვებას
თვითმომსახურების კაფეს
ულამაზეს საზაფხულო ტერასას
გრანდიოზულ ფასდაკლებებს და კიდევ სხვა უამრავ სასიამონო სიახლეს“, - აღნიშნულია „ფრესკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.