მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.1
0.0081
flag
AZN 1.5457
-0.0002
flag
CNY 38.819
0.0025
flag
EUR 2.9916
0.0067
flag
GBP 3.4923
0.0031
flag
KZT 55.09
0.0006
flag
TRY 0.0554
-0.0001
flag
USD 2.6272
-0.0006
news banner

Supta.ge ბიზნესების მომარაგების პროცესს ერთ ციფრულ სივრცეში აერთიანებს

news image
mbc image

Supta.ge საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი B2B მომარაგების ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ყოველდღიური მომარაგების პროცესს უმარტივებს. კომპანია ერთ ციფრულ სივრცეში ონლაინ მაღაზიასა და უსწრაფეს მიწოდებას აერთიანებს და დღეს 2 000-ზე მეტ პარტნიორს ემსახურება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, დავით დათიკაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?

Supta.ge არის საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი B2B მომარაგების ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ერთ ციფრულ სივრცეში აერთიანებს ონლაინ მაღაზიასა და უსწრაფეს მიწოდებას. მიუხედავად სახელწოდებისა, „სუფთა“ არ არის დასუფთავების სერვისი - ჩვენი საქმიანობა ბიზნესების მომარაგებაა. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, მომარაგება რუტინული, დროის მშთანთქმელი პროცესიდან გამართულ, ეფექტიან ბიზნეს-პროცესად აქციონ.

კომპანიის დამფუძნებელი, სს „აიდ გრუპ“-ი, ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. 2018 წელს გადავდგით გარდამტეხი ნაბიჯი - ტრადიციული სადისტრიბუციო მოდელიდან სრულად გადავედით ციფრულ სივრცეში და შევქმენით Supta.ge. დღეს პლატფორმა 2000-ზე მეტ აქტიურ ბიზნეს პარტნიორს ემსახურება.

ჩვენი ასორტიმენტი 800-ზე მეტ დასახელების პროდუქტს მოიცავს, რომლებიც სპეციალურად ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და 9 ძირითად კატეგორიაშია გადანაწილებული:

• სარეცხი და საწმენდი საშუალებები
• ერთჯერადი პროდუქცია
• სამედიცინო პროდუქცია
• ხელსახოცები და ჰიგიენური პროდუქცია
• საკანცელარიო ნივთები
• დისპენსერები
• სამეურნეო საქონელი
• კომპიუტერული აქსესუარები
• საოფისე კვება

ამდენად, ნებისმიერ ორგანიზაციას, ოფისს, სასტუმროს, რესტორანსა თუ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ყოველდღიური საოპერაციო საჭიროებები ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთი პლატფორმიდან დაიკმაყოფილოს.

რით განსხვავდება Supta.ge ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან და რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

დღეს Supta.ge ბიზნესის მომარაგების ციფრული ბაზრის ლიდერია საქართველოში - Similarweb-ის 2026 წლის მონაცემებით, ჩვენი პლატფორმის ვიზიტები თითქმის ორჯერ აჭარბებს უახლოესი კონკურენტის მაჩვენებელს. ეს პოზიცია რამდენიმე ფუნდამენტურ უპირატესობას ეყრდნობა.

პირველი და მთავარი - უპრეცედენტო სისწრაფე. თბილისის მასშტაბით შეკვეთებს 2-3 სამუშაო საათში ვაწვდით. ქალაქის საცობების პირობებში ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ამოცანაა, თუმცა ჩვენი საკუთარი, წლების განმავლობაში დახვეწილი სადისტრიბუციო ქსელი და გამართული ლოგისტიკური სისტემა ამ სტანდარტს ყოველდღიურად უზრუნველყოფს. ბიზნესისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა და სწორედ ამ პრინციპზეა აგებული მთელი ჩვენი საოპერაციო მოდელი.

მეორე - ტექნოლოგიური მთლიანობა. Supta.ge არ არის უბრალოდ ონლაინ მაღაზია ან უბრალოდ მიმწოდებელი: ეს არის ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ელექტრონულ კომერციასა და უსწრაფეს მიწოდებას ერთ სისტემად აერთიანებს. მომხმარებელი პირადი კაბინეტიდან სრულად აკონტროლებს შესყიდვების ისტორიას, ინვოისებსა და სამეურნეო ხარჯებს.

მესამე - მოწესრიგებული ბუღალტრული დოკუმენტაცია და მოქნილი ანგარიშსწორება. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ფინანსური აღრიცხვის სიზუსტე: ყველა შესყიდვას თან ახლავს სრულყოფილად გაფორმებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, რაც პარტნიორ კომპანიებს აღრიცხვასა და ანგარიშგებას მაქსიმალურად უმარტივებს. ამასთან, ვთავაზობთ მრავალფეროვან გადახდის მეთოდებს - საბანკო გადარიცხვას, ბარათით გადახდას, კონსიგნაციას და კრიპტოვალუტასაც კი, რათა თითოეულმა ბიზნესმა ანგარიშსწორების მისთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა აირჩიოს.

მეოთხე - კორპორატიული მიდგომა: პარტნიორებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ საფასო პოლიტიკას, სპეციალურ B2B შეთავაზებებსა და პერსონალიზებულ მომსახურებას.

რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები კომპანიის საქმიანობაში? რა მიმართულებით გეგმავთ ამ კუთხით განვითარებას?

ტექნოლოგია ჩვენი ბიზნეს-მოდელის საფუძველია და არა დამხმარე ინსტრუმენტი. Supta.ge-ს ვებ-გვერდი ინდივიდუალურად, ჩვენი გუნდის მიერ არის შექმნილი, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ინოვაცია სწრაფად და მოქნილად დავნერგოთ.

პლატფორმაზე უკვე დანერგილია AI-ზე დაფუძნებული ძიება, რომელიც მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მოძებნაში ინტელექტუალურად ეხმარება; ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტით გადახდა - რაც ქართულ B2B სივრცეში ინოვაციური პრეცედენტია; ხოლო მრავალრიცხოვანი API ინტეგრაცია უზრუნველყოფს პლატფორმის შეუფერხებელ კავშირს გადახდის, ლოგისტიკურ და სააღრიცხვო სისტემებთან. ამას ემატება ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა შეკვეთის გამეორება (Re-order), რჩეული პროდუქტები (Wishlist) და რამდენიმე მისამართის მართვა, რაც შეკვეთისთვის საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.

განვითარების ვექტორი ცალსახაა: კიდევ უფრო მეტი ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაღრმავება და მომხმარებლის გამოცდილების სრული პერსონალიზაცია.

როგორია „სუფთას“ სამომავლო განვითარების გეგმები? გეგმავთ თუ არა სერვისების გაფართოებას, ახალი მიმართულებების დამატებას ან ფიზიკური სივრცის გახსნას?

ჩვენი მისიაა, Supta.ge გახდეს ბიზნესის მომარაგების სინონიმი საქართველოში. ამ მიზნით მუდმივად ვაფართოებთ ასორტიმენტს, ვამატებთ ახალ კატეგორიებსა და მიმართულებებს და ვაღრმავებთ სერვისს არსებული პარტნიორებისთვის.

რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეს - ჩვენი მოდელი თავიდანვე ციფრულ არხებზეა აგებული და სტრატეგიული ინვესტიციები სწორედ ტექნოლოგიასა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მიემართება, რადგან სწორედ ეს ქმნის რეალურ ღირებულებას ჩვენი მომხმარებლისთვის.

დასასრულს, სიამოვნებით გავუმხელთ თქვენს მკითხველს სიახლეს: სულ მალე ჩაეშვება Supta.ge-ს მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩვენს ციფრულ ეკოსისტემას თავიდან ბოლომდე სრულყოფს - შეკვეთიდან მიწოდებამდე ყველა პროცესი მომხმარებელს ერთ სმარტფონში, კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად მიუწვდება ხელი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს

30.07.2026.10:27

Glovo, საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს ChatGPT-ისა და Claude-ის პლატფორმებისთვის შექმნილ AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს სთავაზობს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ბუნებრივი დიალოგის საშუალებით აღმოაჩინონ, მოძებნონ და შეუკვეთონ ადგილობრივი რესტორნებისა და მაღაზიების პროდუქტები.

ამ ინტეგრაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-ზე ხელმისაწვდომი ათასობით პროდუქტი მოიძიონ, შეადარონ შეთავაზებები და მარტივი, სასაუბრო ფორმით შეუფერხებლად გააგრძელონ შეძენის პროცესი. კატეგორიებსა და ფილტრებში ძიების ნაცვლად, მათ შეუძლიათ უბრალოდ აღწერონ, რა სჭირდებათ – მაგალითად: „მჭირდება დაბადების დღის საჩუქარი 100 ლარის ფარგლებში“ ან „მომიძებნე ადგილები ჩემთან ახლოს, სადაც ჯანსაღი ვახშმის შეკვეთა შემიძლია“. ამის შემდეგ AI ასისტენტი აანალიზებს მოთხოვნას, ეძებს შესაბამის პროდუქტებს, ამოწმებს ადგილობრივ ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

გონივრული და ბუნებრივი შოპინგის გამოცდილება

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Glovo-ს ანგარიშს ChatGPT-ს ან Claude-ს დაუკავშირებს, შოპინგის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და პერსონალიზებული ხდება. ასისტენტი იმახსოვრებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა ბიუჯეტი, კვებითი პრეფერენციები და სასურველი პროდუქტის კატეგორიები, რათა დიალოგის განმავლობაში მომხმარებელს სულ უფრო ზუსტი და მის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები შესთავაზოს.

ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს Glovo-ს ადგილობრივი პარტნიორებისგან ხელმისაწვდომ ხუთამდე პერსონალიზებულ პროდუქტს სთავაზობს. თითოეულ შეთავაზებაში მოცემულია პროდუქტის ფოტო, ფასი, მაღაზიის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებელთა შეფასებები. “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადადის Glovo-ს აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე, სადაც უსაფრთხოდ ასრულებს შეკვეთასა და გადახდას.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა Glovo-ს სერვისები იმ პლატფორმებზე გავხადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ. ChatGPT-სა და Claude-ზე ხელმისაწვდომობა მათ შესაძლებლობას აძლევს, ბუნებრივი დიალოგის საშუალებით მარტივად გაეცნონ Glovo-ს შეთავაზებებს. Glovo ყოველთვის იყო ყოველდღიური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ფართო არჩევანსა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობდა, ხოლო ეს ინიციატივა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - განაცხადა Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, არტემ კოლოსიუკმა.

როგორ მოძებნოთ პროდუქტები Glovo-ს აპლიკაციაში ChatGPT-ის ან Claude-ის დახმარებით:

● მომხმარებელმა ChatGPT ან Claude უნდა დააკავშიროს Glovo-ს აპლიკაციასთან პლაგინის მეშვეობით;
● სინქრონიზაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა აკრიფოს @glovo, შემდეგ კი თავისი მოთხოვნა;
● AI პლატფორმა მომხმარებელს ხუთი ხელმისაწვდომი ვარიანტის კარუსელს შესთავაზებს;
● თუ მომხმარებელს რომელიმე პროდუქტის შეძენა ან Glovo-ს აპლიკაციაში ძიების გაგრძელება სურს, უნდა დააჭიროს “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკს, რომელიც მას Glovo-ს აპლიკაციაზე ან ვებგვერდზე გადაიყვანს.
● შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პარტნიორი ობიექტი მოამზადებს შეკვეთას, ხოლო კურიერი მის ასაღებად გაემართება. მომხმარებელი შეკვეთას რამდენიმე წუთში მიიღებს.

Glovo-ს შესახებ

Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა